-
მარკოზი 4:37-41ბიბლია
-
-
37 უცებ ისეთი საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რომ ტალღები ნავს ეხეთქებოდა; ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა.+ 38 ის კიჩოზე იყო, თავი სასთუმალზე ედო და ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, ნუთუ შენთვის სულერთია, რომ ვიღუპებით?!“ 39 ისიც წამოდგა, შერისხა ქარი და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“+ ქარი ჩადგა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა. 40 შემდეგ მათ უთხრა: „რამ შეგაშინათ?! სად არის თქვენი რწმენა?!“ 41 ძალიან შეშინებულები იყვნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს ვინ არის, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილებაო.+
-
-
ლუკა 8:23-25ბიბლია
-
-
23 როცა მიცურავდნენ, იესოს ჩაეძინა. ტბაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ნავმა წყლით ავსება და ჩაძირვა დაიწყო.+ 24 მიცვივდნენ მასთან მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით!“ ისიც წამოდგა და შერისხა ქარი და აბობოქრებული წყალი. ქარი ჩადგა, წყალი დაცხრა და სიჩუმე ჩამოვარდა.+ 25 შემდეგ მათ მიმართა: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი კი, შეშინებულნი და გაოცებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს ვინ არის, ქარიცა და წყალიც რომ მის ბრძანებას ემორჩილებაო.+
-