-
1 მეფეები 17:20-23ბიბლია
-
-
20 მოუხმო იეჰოვას და უთხრა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+ ნუთუ უბედურებას დაატეხ ამ ქვრივს, რომელთანაც შეხიზნული ვარ, და შვილს მოუკლავ?!“ 21 სამჯერ გადაემხო ბავშვს და იეჰოვას შესთხოვა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო, გთხოვ დაუბრუნე ბავშვს სიცოცხლე*!“ 22 შეისმინა იეჰოვამ ელიას სათხოვარი+ და დაუბრუნა ბავშვს სიცოცხლე.+ 23 ხელში აიყვანა ელიამ ბავშვი, ზედა ოთახიდან ქვევით ჩაიყვანა, დედამისს მიუყვანა და უთხრა: „ცოცხალია შენი შვილი!“+
-
-
2 მეფეები 4:13-17ბიბლია
-
-
13 ელისემ სთხოვა გეხაზის: „ასე უთხარი: რადგან შენ ჩვენი გულისთვის ასე ირჯები,+ მე რა გაგიკეთო-თქო?+ გინდა, მეფეს ან მხედართმთავარს ვთხოვო-თქო რამე შენთვის?“+ მან მიუგო: „არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ“. 14 მაშინ ელისემ თავის მსახურს ჰკითხა: „მაშ, რა გავაკეთოთ ამ ქალისთვის?“ გეხაზიმ მიუგო: „შვილი არა ჰყავს,+ ქმარი კი მოხუცია“. 15 ელისემ მაშინვე უთხრა: „დაუძახე!“ მანაც დაუძახა; ქალი ოთახის კართან დადგა. 16 ელისემ უთხრა ქალს: „გაისად ამ დროს ვაჟს ჩაიხუტებ!“+ მან მიუგო: „არა, ჩემო ბატონო, ღვთის კაცო, ტყუილად ნუ დააიმედებ შენს მსახურს!“
17 დაორსულდა ქალი; ზუსტად წლის თავზე, ელისეს მიერ ნათქვამ დროს, ვაჟი გააჩინა.
-