22 როცა ისინი გალილეაში შეიკრიბნენ, იესომ უთხრა მათ: „კაცის ძეს გასცემენ და კაცთა ხელში ჩააგდებენ,+23 მოკლავენ მას, მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ მისმა ნათქვამმა ყველა ძალიან დაამწუხრა.
18 „აი, მივდივართ იერუსალიმში, სადაც კაცის ძე უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს გადაეცემა. ისინი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ მას+19 და უცხოტომელებს გადასცემენ, რომ მასხრად აიგდონ, გაშოლტონ და ძელზე გააკრან,+ მაგრამ მესამე დღეს ის აღდგება“.+
31 ის იმასაც უხსნიდა, რომ კაცის ძეს არაერთი სატანჯველის ატანა მოუწევდა, რომ უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები უარყოფდნენ მას, რომ მას მოკლავდნენ+ და მესამე დღეს აღდგებოდა.+
22 შემდეგ უთხრა: „კაცის ძეს მრავალი სატანჯველის ატანა მოუწევს. მას უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები უარყოფენ; მოკლავენ მას+ და მესამე დღეს აღდგება“.+
3 უპირველეს ყოვლისა, გაუწყეთ ის, რაც თავად მეუწყა, რომ ქრისტე, წმინდა წერილების თანახმად, ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა,+4 დაკრძალულ იქნა+ და, ისევ წმინდა წერილების თანახმად,+ მესამე დღეს+ აღდგა;+