საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მარკოზი 12:13-17
    ბიბლია
    • 13 შემდეგ მიუგზავნეს რამდენიმე ფარისეველი და ჰეროდეს მომხრე, რომ სიტყვაში გამოეჭირათ.+ 14 მათ უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ და სხვისი გულის მოგებას არ ცდილობ, რადგან ადამიანს მისი მდგომარეობის მიხედვით არ აფასებ და სწორად ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვუხდიდეთ გადასახადებს კეისარს? 15 უნდა გადავუხადოთ თუ არა?“ ის მიუხვდა მათ თვალთმაქცობას და უთხრა: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი“. 16 მათაც მიუტანეს. მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. 17 მაშინ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით,+ ღვთისა კი — ღმერთს!“+ ისინი გაოგნებულები დარჩნენ.

  • ლუკა 20:20-26
    ბიბლია
    • 20 ისინი ჯერ ჩუმ-ჩუმად აკვირდებოდნენ, მერე კი მოსყიდული ხალხი მიუგზავნეს, რომლებსაც გულწრფელ ადამიანებად უნდა მოეჩვენებინათ მისთვის თავი, რომ სიტყვაში გამოეჭირათ,+ ხელისუფლებისთვის გადაეცათ და გამგებლის ხელში ჩაეგდოთ. 21 მათ ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ, ჭეშმარიტებას ასწავლი, მიკერძოებას არ იჩენ და ღვთის გზას სწორად ასწავლი. 22 უნდა ვუხდიდეთ გადასახადებს კეისარს?“ 23 იესო მიუხვდა მათ ცბიერებას და უთხრა: 24 „მაჩვენეთ დინარი. ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. 25 მაშინ უთხრა: „ამიტომ კეისრისა კეისარს+ მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს!“+ 26 ვერ გამოიჭირეს ის სიტყვაში ხალხის წინაშე. მისი პასუხით გაოცებულებმა ხმა ვეღარ ამოიღეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება