-
მარკოზი 14:3-9ბიბლია
-
-
3 როცა იესო ბეთანიაში, კეთროვანი სიმონის სახლში სუფრასთან იჯდა*, მივიდა მასთან ერთი ქალი და მიიტანა სუფთა ნარდის ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელი ალაბასტრონით. გატეხა ალაბასტრონი და ნელსაცხებელი თავზე დაასხა.+ 4 ამის გამო ზოგიერთი აღშფოთდა: „ასე უაზროდ რატომ დახარჯა ნელსაცხებელი? 5 ხომ შეიძლებოდა 300 დინარზე მეტად გაყიდულიყო და ფული ღარიბებისთვის მიგვეცა?!“ გაბრაზებულები საყვედურობდნენ ქალს. 6 იესომ უთხრა მათ: „თავი დაანებეთ! რას ერჩით? მან ხომ სიკეთე გამიკეთა.+ 7 ღარიბები ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან+ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაუკეთოთ სიკეთე, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით.+ 8 მან ის გააკეთა, რაც შეეძლო. დამარხვის წინ ნელსაცხებელი მცხო სხეულზე.+ 9 ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ მსოფლიოში,+ სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ, იმასაც გაიხსენებენ, რაც ამ ქალმა გააკეთა“.+
-
-
იოანე 12:1-8ბიბლია
-
-
12 პასექამდე ექვსი დღით ადრე იესო ბეთანიაში ჩავიდა, სადაც ცხოვრობდა ლაზარე,+ რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა. 2 მას იქ ვახშამი მოუმზადეს. სუფრას მართა ემსახურებოდა.+ ლაზარე იესოსა და სხვებთან ერთად სუფრასთან იყო. 3 მარიამმა აიღო ერთი ლიტრა* სუფთა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე დაასხა იესოს და თმით შეუმშრალა. სახლი ნელსაცხებლის სურნელით აივსო.+ 4 მაშინ იესოს ერთმა მოწაფემ, იუდა ისკარიოტელმა,+ რომელიც მის გაცემას აპირებდა, თქვა: 5 „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი 300 დინარად და რატომ არ დაურიგდა ფული ღარიბებს?!“ 6 ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბები ადარდებდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ჰქონდა და ფულს იპარავდა. 7 მაშინ იესომ თქვა: „თავი დაანებეთ, დაიცვას ეს ჩვეულება, რათა დასაკრძალად მოამზადოს ჩემი სხეული.+ 8 ღარიბები ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან,+ მე კი ყოველთვის არ გეყოლებით“.+
-