-
მათე 14:24-33ბიბლია
-
-
24 იმ დროისთვის ნავი ნაპირიდან ძალიან შორს* იყო. ცურვა ჭირდა, რადგან პირქარი იყო და ტალღები ეხეთქებოდა ნავს. 25 ღამის მეოთხე გუშაგობისას* იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან. 26 მოწაფეებმა ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, შეშფოთდნენ, თქვეს, მოჩვენებააო და შიშისგან აყვირდნენ. 27 იესო მაშინვე გამოელაპარაკა მათ: „ნუ გეშინიათ, მე ვარ, გამაგრდით!“+ 28 პეტრემ მიუგო: „უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ!“ 29 მან უთხრა: „მოდი!“ პეტრეც ნავიდან გადავიდა და წყალზე სვლით გაემართა იესოსკენ. 30 მაგრამ ქარიშხალმა შეაშინა, ჩაძირვა დაიწყო, და დაიყვირა: „უფალო, მიშველე!“ 31 იესომ მაშინვე ხელი გაუწოდა, დაიჭირა და უთხრა: „მცირე რწმენისავ, რამ დაგაეჭვა?“+ 32 როცა ისინი ნავში ჩასხდნენ, ქარი ჩადგა. 33 ნავში მყოფები მის წინაშე დაემხვნენ და უთხრეს: „ნამდვილად ღვთის ძე ხარ!“
-
-
იოანე 6:16-21ბიბლია
-
-
16 როცა მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვისკენ დაეშვნენ,+ 17 ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ, გაცურეს. ჩამობნელდა, თუმცა იესო ჯერაც არ იყო მათთან.+ 18 ძლიერი ქარი ქროდა და ზღვაც ღელავდა.+ 19 სადღაც 5-6 კილომეტრი* რომ გაცურეს, დაინახეს მათკენ წყალდაწყალ მიმავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეშინდნენ. 20 იესომ მათ უთხრა: „მე ვარ, ნუ გეშინიათ!“+ 21 მოწაფეებს უნდოდათ, ნავში ჩაესვათ იგი; ნავით მალევე მიადგნენ ნაპირს, რომლისკენაც მიცურავდნენ.+
-