-
მათე 26:42-46ბიბლია
-
-
42 მეორედაც წავიდა და ილოცა: „მამა, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა, იყოს შენი ნებისამებრ“.+ 43 როცა მოწაფეებთან დაბრუნდა, ისინი ისევ მძინარენი დახვდნენ, რადგან კვლავ ძილი მორეოდათ. 44 იესომ დატოვა ისინი, წავიდა და მესამედ ილოცა; კვლავ იმავეს შესთხოვდა ღმერთს. 45 შემდეგ მოწაფეებთან დაბრუნდა და უთხრა: „ასეთ დროს გძინავთ და ისვენებთ?! აი, მოახლოვდა დრო, როცა კაცის ძე ცოდვილებს გადაეცემა. 46 ადექით, წავიდეთ! აი, მოდის ჩემი გამცემი“.
-