საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათე 26:69-75
    ბიბლია
    • 69 პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მოახლე და უთხრა: „შენც იესო გალილეელთან იყავი!“+ 70 მან კი ყველას წინაშე უარყო: „არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ“. 71 კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, სხვა მოახლემაც შენიშნა და უთხრა იქ მყოფებს: „ეს კაცი იესო ნაზარეთელთან იყო!“+ 72 მან კვლავ უარყო და დაიფიცა: „არ ვიცნობ მაგ კაცს!“ 73 ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნი მივიდნენ პეტრესთან და უთხრეს: „შენ ნამდვილად ერთი იმათგანი ხარ, შენივე კილო გაგცემს“. 74 მაშინ მოჰყვა ის წყევლასა და ფიცილს, არ ვიცნობო მაგ კაცს, და მამალმაც იყივლა. 75 გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი, მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო,+ გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა.

  • ლუკა 22:55-62
    ბიბლია
    • 55 როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.+ 56 ერთმა მოახლემ აგიზგიზებულ ცეცხლთან მჯდომი რომ დაინახა, დააკვირდა მას და თქვა: „ესეც იმასთან იყო“. 57 მან კი უარყო: „მე მაგას არ ვიცნობ, ქალო“. 58 ცოტა ხანში სხვამ დაინახა იგი და უთხრა: „შენც ერთი იმათგანი ხარ“. პეტრემ მიუგო: „არა ვარ, კაცო“.+ 59 დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, კიდევ ერთი კაცი ირწმუნებოდა: „ესეც ნამდვილად მასთან იყო, რადგან გალილეელია!“ 60 პეტრემ კი მიუგო: „არ ვიცი, კაცო, რას ამბობ“. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მამალმა იყივლა. 61 უფალი მიბრუნდა და პეტრეს შეხედა. გაახსენდა პეტრეს უფლის ნათქვამი, დღეს მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო,+ 62 გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა.

  • იოანე 18:25, 26
    ბიბლია
    • 25 სიმონ-პეტრე კვლავაც ცეცხლთან იდგა და თბებოდა. მას ჰკითხეს: „შენც მისი მოწაფე არა ხარ?“ მან უპასუხა: „არა!“+ 26 მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმ კაცის ნათესავმა, რომელსაც პეტრემ ყური ჩამოათალა,+ უთხრა: „შენ არ გნახე ბაღში მასთან ერთად?!“

ქართული პუბლიკაციები (1992—2027)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება