-
მათე 12:24-30ბიბლია
-
-
24 ამის გაგონებაზე ფარისევლებმა თქვეს: „ეს კაცი ვერ განდევნიდა დემონებს, მათი მმართველის, ბელზებელის*, დახმარების გარეშე“.+ 25 იესომ იცოდა, რასაც ფიქრობდნენ, ამიტომ უთხრა: „გაყოფილი სამეფო დაემხობა და გაყოფილი ქალაქი ან ოჯახი დაიქცევა. 26 თუ სატანა სატანას დევნის, მაშინ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?! 27 თუ მე ბელზებელის ძალით ვდევნი დემონებს, თქვენი ძეები* ვიღას ძალით დევნიან?! ამიტომ ისინი დაგდებენ მსჯავრს. 28 მაგრამ, თუ ღვთის სულის დახმარებით ვდევნი დემონებს, მაშინ მოსულა ღვთის სამეფო და ვერ გაგიგიათ.+ 29 ვინც ძლიერი კაცის სახლში შეიჭრება, როგორ გაიტაცებს მის ქონებას, თუ ჯერ არ შებოჭავს მას?! მხოლოდ მაშინ შეძლებს მისი სახლის გაძარცვას. 30 ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს.+
-
-
მარკოზი 3:22-27ბიბლია
-
-
22 იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები კი ამბობდნენ, ბელზებელი* ჰყავს და დემონთა მმართველის ძალით დევნისო დემონებს.+ 23 იესომ მოუხმო მათ და მსჯელობა მაგალითებით დაიწყო: „როგორ განდევნის სატანა სატანას? 24 გაყოფილი სამეფო დაემხობა+ 25 და გაყოფილი ოჯახი დაიქცევა. 26 თუ სატანა თავის თავს დაუპირისპირდა და გაიყო, როგორღა გაძლებს?! მოახლოებულა მისი აღსასრული. 27 ვინც ძლიერი კაცის სახლში შეიჭრება, ვერ წაიღებს მის ქონებას, თუ ჯერ მას არ შებოჭავს. მხოლოდ მაშინ შეძლებს მისი სახლის გაძარცვას.
-