-
მათე 22:23-28ბიბლია
-
-
23 იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველები, რომელთაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომის,+ და ჰკითხეს:+ 24 „მოძღვარო, მოსემ თქვა, თუ ვინმე უშვილოდ მოკვდება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.+ 25 ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველი დაქორწინდა, მაგრამ ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ დარჩენია, ამიტომ მისი ცოლი მისმა ძმამ შეირთო. 26 ასე დაემართა მეორეს, მესამეს და ყველას მეშვიდეს ჩათვლით. 27 ბოლოს ქალიც მოკვდა. 28 აღდგომის შემდეგ იმ შვიდიდან რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა ცოლად!“
-
-
მარკოზი 12:18-23ბიბლია
-
-
18 მასთან სადუკეველებიც მივიდნენ, რომელთაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომის,+ და ჰკითხეს:+ 19 „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, რომ, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოს.+ 20 იყო შვიდი ძმა. პირველმა მოიყვანა ცოლი, მაგრამ ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ დარჩენია. 21 ის ქალი მეორემ შეირთო, მაგრამ ისიც ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ დარჩენია. მესამესაც ასე დაემართა. 22 შვიდიდან შთამომავალი არცერთს არ დარჩენია. ბოლოს ქალიც მოკვდა. 23 აღდგომის შემდეგ რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად!“
-