4როცა პეტრე და იოანე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავზე დაადგნენ ტაძრის მცველთა უფროსი, მღვდლები და სადუკეველები,+2 რომლებიც განრისხებულები იყვნენ იმის გამო, რომ ისინი ხალხს ასწავლიდნენ და იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ აუწყებდნენ.+
27 დააყენეს ისინი სინედრიონის წინაშე. მღვდელმთავარმა დაჰკითხა ისინი 28 და უთხრა: „ჩვენ სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით,+ თქვენ კი თქვენი სწავლებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, რომ ამ კაცის სისხლი ჩვენ მოგვეკითხოს“.+