2 ღამით იგი იესოსთან მივიდა+ და უთხრა: „რაბი,+ ვიცით, რომ ღვთისგან გამოგზავნილი მოძღვარი ხარ, რადგან ვერავინ, თუ მასთან ღმერთი არ არის,+ ვერ მოახდენს იმ სასწაულებს,+ შენ რომ ახდენ“.
36 მაგრამ მე იმაზე დიდი მოწმობაც მაქვს, ვიდრე ის, რაც იოანემ დაამოწმა ჩემზე, რადგან სწორედ ის საქმეები, რომელთა შესრულებაც მამამ დამავალა და რომლებსაც ვაკეთებ, მოწმობს ჩემზე, რომ მამამ გამომგზავნა.+
10 ნუთუ არ გწამს, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან?!+ რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ;+ მამა, რომელიც ჩემთან ერთობაშია, აკეთებს თავის საქმეებს.
22 ისრაელებო, მომისმინეთ! იესო ნაზარეთელი ღმერთმა მოგივლინათ; ეს ცხადი გახდა, როცა ღმერთმა თქვენ შორის მისი მეშვეობით სასწაულები, საკვირველებები და ნიშნები მოახდინა,+ რაც თავადაც კარგად იცით.