31 ნუთუ არ წაგიკითხავთ მკვდრეთით აღდგომაზე და არ იცით, რა თქვა ღმერთმა, 32 მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარო?+ ის მკვდრების კი არა, ცოცხლების ღმერთია“.+
13 როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები, უსინათლოები+14 და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ. მართალთა აღდგომისას გადაგეხდება“.+
28 ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოვა დრო, როცა ყველა, ვინც სამარხშია*, მის ხმას მოისმენს+29 და აღდგება: კარგის მოქმედი — სიცოცხლის მისაღებად*, ცუდის მოქმედი კი — გასასამართლებლად*.+
35 ქალებს თავიანთი მკვდრები ცოცხლები უბრუნდებოდნენ.+ ღვთის ზოგ მსახურს აწამებდნენ, რადგან თავის გადასარჩენად დათმობაზე არ მიდიოდნენ, რათა, შედეგად, უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
12 ვიხილე ტახტის წინ მდგომი მკვდრები, დიდი და მცირე, და გაშლილი გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი.+ მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ.+