10 მაშინ პილატემ უთხრა მას: „მე არ მცემ პასუხს?! ნუთუ არ იცი, რომ შენი გათავისუფლებაც და ძელზე გაკვრაც ჩემს ხელთაა?!“ 11 იესომ უპასუხა: „ჩემზე არავითარი უფლებამოსილება არ გექნებოდა, ზევიდან რომ არ გქონდეს მოცემული. ამიტომაც მას, ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აწევს!“