-
1 ტიმოთე 1:3, 4ბიბლია
-
-
3 ვიდრე მაკედონიაში გავემგზავრებოდი, გთხოვე, ეფესოში დარჩენილიყავი. ახლაც იმავეს გთხოვ, რათა უბრძანო ზოგიერთებს, განსხვავებული არაფერი ასწავლონ, 4 ყური არ დაუგდონ ზღაპრებს+ და არც გვარტომობის ქექვას მოჰყვნენ, რადგან ამას კარგი არაფერი მოაქვს,+ მხოლოდ უაზრო მსჯელობას იწვევს და საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც ღვთისგანაა და რწმენას გვიმტკიცებს.
-
-
1 ტიმოთე 6:3-5ბიბლია
-
-
3 ვინც ისეთ რამეს ასწავლის, რასაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ჯანსაღ მოძღვრებასა+ და ღვთისადმი ერთგულების შესახებ ცოდნასთან საერთო არაფერი აქვს,+ 4 ის გაყოყოჩებულია და არაფერი ესმის,+ კამათის სურვილითაა შეპყრობილი და სიტყვებს ეკიდება;+ ეს კი იწვევს შურს, დავას, ცილისწამებას, უსაფუძვლო ეჭვებსა 5 და წვრილმანებზე მათ ცხარე კამათს, ვისაც გახრწნილი აქვს გონება,+ ვეღარ სწვდება ჭეშმარიტებას და ჰგონია, რომ ღვთისადმი ერთგულებით რაიმეს გამორჩება.+
-