25 ღმერთმა ის შერიგების შესაწირავად აქცია+ და ეს შერიგება მისი სისხლისადმი რწმენით მიიღწევა.+ ღმერთი ასე იმიტომ მოიქცა, რომ წარმოეჩინა თავისი სიმართლე, რადგან იგი წარსულში მცხოვრებთ თავისი დიდსულოვნებით პატიობდა ჩადენილ ცოდვებს,
17 მაშასადამე, ის ყოველმხრივ უნდა დამსგავსებოდა თავის „ძმებს“,+ რათა ღვთისთვის ემსახურა, როგორც გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავარს, ხალხის ცოდვებისთვის+ შერიგების მსხვერპლის შესაწირავად.+
26 სხვაგვარად მას მრავალჯერ მოუწევდა ტანჯვა ქვეყნიერების დასაბამიდან მოყოლებული. ახლა კი ერთხელ გამოცხადდა ამ წყობის* დასასრულის ჟამს, რათა საკუთარი თავის შეწირვით ბოლო მოეღო ცოდვისთვის.+
2ჩემო შვილებო, ამას იმიტომ გწერთ, რომ არ შესცოდოთ, მაგრამ, თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს შუამავალი მამასთან, მართალი+ იესო ქრისტე.+2 ის შერიგების მსხვერპლია+ ჩვენი ცოდვებისთვის+ და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისთვის.+