გამოსვლა
27 „გააკეთე აკაციის ხისგან სამსხვერპლო,+ სიგრძით 5 წყრთა* და სიგანითაც 5 წყრთა. სამსხვერპლო ოთხკუთხედის ფორმისა უნდა იყოს, სიმაღლით 3 წყრთა.+ 2 ოთხივე კუთხეში რქები+ გაუკეთე. რქები კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს. სამსხვერპლო სპილენძით მოავარაყე.+ 3 გააკეთე ქვაბები ნაცრის გადასაყრელად, ნიჩბები, ჯამები, ჩანგლები და საცეცხლურები; ეს ნივთები სპილენძისგან გააკეთე.+ 4 გაუკეთე სამსხვერპლოს სპილენძის ბადე და მას ოთხივე კუთხეზე სპილენძის 4 რგოლი მიამაგრე. 5 მოათავსე ის სამსხვერპლოს შიგნით, სარტყლის ქვემოთ; ბადე სამსხვერპლოს შუაში უნდა იყოს. 6 სამსხვერპლოსთვის დაამზადე კეტები აკაციის ხისგან და სპილენძით მოავარაყე. 7 კეტები რგოლებში უნდა იყოს გაყრილი და სამსხვერპლოს ორ გვერდზე უნდა ჰქონდეს სატარებლად.+ 8 სამსხვერპლო ფიცრებისგან ისე გააკეთე, რომ შიგნით სიცარიელე დარჩეს. ზუსტად ისეთი გააკეთე, როგორიც აქ, მთაზე, გიჩვენე.+
9 გაუკეთე კარავს ეზო.+ სამხრეთით ეზოს 100 წყრთის სიგრძეზე ძვირფასი გრეხილი სელის ფარდები უნდა ჰქონდეს.+ 10 ფარდებს სპილენძის 20 სვეტი და 20 საყრდენი უნდა ჰქონდეს; სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა უნდა იყოს. 11 ჩრდილოეთითაც 100 წყრთის სიგრძეზე უნდა იყოს ფარდები ჩამოკიდებული; ამ ფარდებსაც სპილენძის 20 სვეტი და 20 საყრდენი უნდა ჰქონდეს; სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა უნდა იყოს. 12 ფარდები ეზოს დასავლეთითაც უნდა ჰქონდეს 50 წყრთის სიგანეზე; ფარდებს 10 სვეტი და 10 საყრდენი უნდა ჰქონდეს. 13 ეზოს სიგანე აღმოსავლეთითაც, მზის ამოსავლის მხარეს, 50 წყრთა უნდა იყოს. 14 ეზოს შესასვლელის ერთ მხარეს ფარდების სიგრძე 15 წყრთა უნდა იყოს; ფარდებს 3 სვეტი და 3 საყრდენი უნდა ჰქონდეს.+ 15 ფარდების სიგრძე ეზოს შესასვლელის მეორე მხარესაც 15 წყრთა უნდა იყოს; ფარდებს ამ მხარესაც 3 სვეტი და 3 საყრდენი უნდა ჰქონდეს.
16 ეზოს შესასვლელისთვის 20 წყრთა სიგრძის ფარდა მოქსოვე ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან;+ ამ ფარდას 4 სვეტი და 4 საყრდენი უნდა ჰქონდეს.+ 17 ეზოს გარშემო ყველა სვეტს ვერცხლის შესაერთებლები და კაუჭები უნდა ჰქონდეს, საყრდენები კი სპილენძისა უნდა იყოს.+ 18 ძვირფასი გრეხილი სელის ფარდებჩამოფარებული ეზოს სიგრძე 100 წყრთა უნდა იყოს,+ სიგანე — 50 წყრთა და სიმაღლე — 5 წყრთა; საყრდენები სპილენძისა უნდა იყოს. 19 კარვის ყველა ნივთი, რომლებიც მსახურებისთვის გამოიყენება, და კარვისა და ეზოს პალოები სპილენძისა უნდა იყოს.+
20 უბრძანე ისრაელებს, რომ მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა, საუკეთესო ზეთი, რათა ლამპრები მუდამ ენთოს.+ 21 ლამპრებს აარონმა და მისმა ძეებმა მიხედონ, რომ ისინი შეხვედრის კარავში, გამყოფი ფარდის აქეთ, რომელიც მოწმობის კიდობანთანაა,+ საღამოდან დილამდე ენთოს იეჰოვას წინაშე.+ ეს არის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში, რომელიც ისრაელებმა უნდა დაიცვან“.+