სამუელი — წიგნი პირველი
14 ერთ დღეს საულის ვაჟმა იონათანმა+ თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „წამო, გაღმა გავიდეთ, სადაც ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი დგას!“ მამისთვის არაფერი უთქვამს. 2 საული გიბის+ მახლობლად იყო მიგრონში, ბროწეულის ხის ქვეშ; თან 600-მდე კაცი ახლდა+ 3 (იმ დროს ეფოდს ატარებდა ახია. ის იყო შილოში მომსახურე იეჰოვას მღვდელ ელის+ ვაჟის,+ ფინხასის ვაჟისა+ და იქაბოდის ძმის,+ ახიტუბის,+ ვაჟი).+ არ იცოდა ხალხმა, რომ იონათანი წასული იყო. 4 იმ ვიწრობებს შორის, რომლებიც იონათანს ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმთან მისასვლელად უნდა გაევლო, ორივე მხარეს კლდის შვერილი იყო; ერთს ბოცეცი ერქვა, მეორეს კი — სენე. 5 ერთი შვერილი ჩრდილოეთით იყო აღმართული სვეტივით და მიქმაშს გადაჰყურებდა, მეორე კი — სამხრეთით და გებას+ გადაჰყურებდა.
6 იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „წამო, იქ გადავიდეთ, სადაც იმ წინადაუცვეთელთა+ საგუშაგო რაზმი დგას! იქნებ ხელი მოგვიმართოს იეჰოვამ, ვინაიდან, ბევრნი ვიქნებით თუ ცოტა, ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, რომ გაგვამარჯვებინოს!“+ 7 მისმა საჭურველთმტვირთველმა მიუგო: „ის გააკეთე, რაც მართებულად მიგაჩნია; იქით წადი, საითაც გსურს. ყველგან წამოგყვები, საითაც გული გაგიწევს!“ 8 იონათანმა უთხრა: „გადავიდეთ და დავენახვოთ. 9 თუ გვეტყვიან, შეჩერდით, სანამ მოვალთო, ფეხს ნუ მოვიცვლით და ნუ ავალთ მათთან; 10 მაგრამ, თუ გვეტყვიან, ამოდით, შეგვებრძოლეთო, ავიდეთ, რადგან იეჰოვა ჩაგვიგდებს მათ ხელში. ეს ნიშანი+ იქნება ჩვენთვის!“
11 ორივენი დაენახვნენ ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმს. ფილისტიმელებმა თქვეს: „შეხედე, გამოდიან ებრაელები სოროებიდან, თავიანთი სამალავებიდან“.+ 12 გადმოსძახეს ფილისტიმელებმა საგუშაგოდან იონათანსა და მის საჭურველთმტვირთველს, ამოდით და გიჩვენებთო სეირს.+ მაშინ იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდებს იეჰოვა მათ ისრაელს!“+ 13 ფორთხვით ავიდა იონათანი, საჭურველთმტვირთველიც უკან მიჰყვა. შეუტია იონათანმა ფილისტიმელებს. ვინც მას გადაურჩა, მის უკან მდგომმა საჭურველთმტვირთველმა დახოცა. 14 პირველ ჯერზე იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა დაახლოებით ნახევარი დღის სახნავ მიწაზე 20-მდე კაცი მოკლეს.
15 შიშმა მოიცვა ველზე დაბანაკებულნი და მთელი საგუშაგო რაზმი, მოთარეშეებიც+ კი შიშმა შეიპყრო. ზანზარი დაიწყო მიწამ და შიშის ზარი დასცა მათ ღმერთმა. 16 გაიხედეს საულის გუშაგებმა ბენიამინის გიბიდან+ და დაინახეს, რომ აყალმაყალი ამტყდარიყო მტრის ბანაკში.+
17 საულმა თავისთან მყოფ ხალხს სთხოვა, რომ აღერიცხათ ხალხი და ენახათ, ვინ იყო წასული. აღრიცხეს და ნახეს, რომ იონათანი და მისი საჭურველთმტვირთველი იქ არ იყვნენ. 18 უთხრა საულმა ახიას:+ „მოიტანე ღვთის კიდობანი!“ (ღვთის კიდობანი მაშინ ისრაელებთან იყო). 19 სანამ საული მღვდელს ელაპარაკებოდა, ფილისტიმელთა ბანაკში აურზაური უფრო და უფრო მატულობდა. მაშინ საულმა უთხრა მღვდელს: „შეჩერდი!“ 20 საული თავის ხალხთან ერთად ბრძოლის ველზე მივიდა. იქ მისულებმა ნახეს, რომ ფილისტიმელები ერთმანეთს მახვილით ხოცავდნენ; დიდი არეულობა იყო ბრძოლის ველზე. 21 ის ებრაელები, რომლებიც ადრე ფილისტიმელებს მიემხრნენ და მათ ბანაკში იყვნენ, იმ ისრაელებს შეუერთდნენ, საულსა და იონათანს რომ ახლდნენ. 22 ეფრემის მთებში დამალულმა ისრაელებმაც+ გაიგეს, რომ უკუიქცნენ ფილისტიმელები; ისინიც დაედევნენ მათ, რომ შებრძოლებოდნენ. 23 იხსნა იმ დღეს იეჰოვამ ისრაელი;+ ბრძოლა ბეთ-ავენამდე+ გაგრძელდა.
24 ძალ-ღონე გამოეცალათ იმ დღეს ისრაელებს, რადგან დააფიცა საულმა ხალხი, წყეული იყოს ის, ვინც საღამომდე, სანამ მტრებზე შურს არ ვიძიებ, პირში ლუკმა ჩაიდოსო. არავის დაუკარებია პირი საჭმლისთვის.+
25 შევიდა მთელი ხალხი ტყეში; მიწაზე თაფლი იყო დაღვრილი. 26 დაინახეს, როგორ იღვრებოდა თაფლი, მაგრამ არავის უგემია ის, რადგან ფიცის ეშინოდათ. 27 არ გაუგია იონათანს, რომ დააფიცა მამამისმა ხალხი.+ გაიწოდა ჯოხი, ფიჭაში ჩააწო, იგემა თაფლი და მოსულიერდა. 28 ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: „მამაშენმა ხალხი დააფიცა, წყეული იყოს ის, ვინც დღეს რამე ჭამოსო.+ ამიტომაცაა ხალხი ასე დაქანცული“. 29 იონათანმა მიუგო: „დიდ გასაჭირში ჩაუყრია მამაჩემს ხალხი. ნახეთ, თვალებში გამოვიხედე, ცოტა თაფლი რომ გავსინჯე! 30 არ აჯობებდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა რამე?!+ მაშინ ხომ უფრო მეტ ფილისტიმელს გავჟლეტდით!“
31 იმ დღეს მათ ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე+ ხოცეს; დაიქანცა ხალხი. 32 მისცვივდა ხალხი ნადავლს; წამოასხეს ცხვარ-ძროხა, იქვე დაკლეს მიწაზე და სისხლიანად ჭამეს.+ 33 აცნობეს საულს, სცოდავსო ხალხი იეჰოვას, ხორცს სისხლიანად ჭამსო.+ მან მიუგო: „ეს რა ორგულობა ჩაუდენიათ! ლოდი მომიგორეთ!“ 34 თქვა საულმა: „გადით ხალხში და უთხარით, ყველამ თითო მოზვერი და თითო ცხვარი მომიყვანოს, აქ დაკლან და ჭამონ, ოღონდ ნუ შესცოდავენ იეჰოვას და ხორცს სისხლიანად ნუ შეჭამენ“.+ იმ საღამოს ყველამ მიიყვანა თავისი მოზვერი და იქ დაკლა. 35 აუგო საულმა სამსხვერპლო იეჰოვას;+ ეს პირველი სამსხვერპლო იყო, რომელიც მან იეჰოვას აუგო.
36 საულმა თქვა: „ღამით დავეცეთ ფილისტიმელებს და გათენებამდე ვძარცვოთ; არავინ დავტოვოთ ცოცხალი!“ ხალხმა მიუგო: „ის გააკეთე, რაც სწორად მიგაჩნია“. მღვდელმა თქვა: „მოდი ჭეშმარიტ ღმერთს დავეკითხოთ“.+ 37 დაეკითხა საული ღმერთს: „დავეცე ფილისტიმელებს?+ ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?“ მაგრამ იმ დღეს ღმერთს მისთვის არ უპასუხია. 38 საულმა ბრძანა: „თავკაცებო, ყველანი აქ მოდით და გაარკვიეთ, ვინ შესცოდა. 39 ვფიცავ იეჰოვას, ცოცხალ ღმერთს, ისრაელის მხსნელს, ჩემი ვაჟი იონათანიც რომ იყოს, უნდა მოკვდეს!“ არავის გაუცია პასუხი. 40 უთხრა მან მთელ ისრაელს: „ერთ მხარეს თქვენ იყავით, მე და ჩემი ვაჟი იონათანი კი მეორე მხარეს ვიქნებით“. მიუგო ხალხმა საულს: „ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია“.
41 სთხოვა საულმა იეჰოვას: „ისრაელის ღმერთო, გვიპასუხე თუმიმით!“+ თუმიმმა საულსა და იონათანზე მიანიშნა, სხვები კი გაუშვეს. 42 საულმა თქვა: „ყარეთ წილი+ მე და ჩემს ვაჟ იონათანს შორის!“ თუმიმმა იონათანზე მიანიშნა. 43 უთხრა საულმა იონათანს: „მითხარი, რა ჩაიდინე!“ იონათანმა მიუგო: „ჯოხის წვერით თაფლი ავიღე და ვჭამე.+ მზად ვარ, მოვკვდე!“
44 საულმა უთხრა: „ღმერთმა დამსაჯოს, თუ არ მოკვდე, იონათან!“+ 45 მიუგო ხალხმა საულს: „ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც დიდებული გამარჯვება+ მოუპოვა ისრაელს?! ეს არ მოხდება! იეჰოვას ვფიცავთ, თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოუვარდება თავიდან, რადგან ღმერთმა გაამარჯვებინა!“+ ასე იხსნა ხალხმა იონათანი სიკვდილისგან.
46 შეწყვიტა საულმა ფილისტიმელების დევნა და ისინიც თავიანთ მიწაზე დაბრუნდნენ.
47 განიმტკიცა საულმა სამეფო ძალაუფლება ისრაელში. ებრძოდა თავის მტრებს — მოაბელებს,+ ამონელებს,+ ედომელებს,+ ცობის+ მეფეებსა და ფილისტიმელებს;+ ყოველთვის, როცა მათ წინააღმდეგ ილაშქრებდა, ამარცხებდა. 48 მამაცურად იბრძოდა; დაამარცხა ამალეკელები+ და იხსნა ისრაელები მძარცველთა ხელიდან.
49 საულის ვაჟები იყვნენ: იონათანი, იშვი და მალქი-შუა.+ მას ორი ასულიც ჰყავდა; პირმშოს მერაბი+ ერქვა, უმცროსს კი — მიქალი.+ 50 საულს ცოლად ჰყავდა ახიმააცის ასული ახინოამი. მისი მხედართმთავარი იყო ბიძამისი აბნერი,+ ნერის ვაჟი. 51 საულის მამა კიში+ იყო; აბნერის მამა ნერი+ აბიელის ვაჟი იყო.
52 საულის+ დროს სასტიკი ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ. თუკი ვინმე ძლიერსა და მამაცს ნახავდა საული, ყველა თავის ჯარში მიჰყავდა.+