მიქა
4 უკანასკნელ დღეებში
იეჰოვას ტაძრის მთა+
მთათა მწვერვალებს ზემოთ განმტკიცდება,
გორებს ზემოთ აღიმართება
და ხალხები მისკენ დაიწყებენ დენას.+
2 წავა მრავალი ერი და იტყვის:
„მოდი ავიდეთ იეჰოვას მთაზე,
იაკობის ღვთის ტაძარში!+
ის გვასწავლის თავის გზებს
და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“,
რადგან კანონი სიონიდან გამოვა
და იეჰოვას სიტყვა — იერუსალიმიდან.
ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ
და შუბებისგან — სასხლავებს.+
ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს
და აღარ ისწავლიან ომს.+
რადგან ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ
თავისი ბაგით წარმოთქვა ეს.
იერუსალიმის ასულის კუთვნილი სამეფო.+
9 მაშ, რატომ გაყვირი?!
12 მაგრამ მათ არ იციან, რას იზრახავს იეჰოვა,
ვერ ხვდებიან, რა აქვს განზრახული.
ისე მოაგროვებს მათ, როგორც ახალმომკილ თავთავებს კალოზე.
13 ადექი და გალეწე, სიონის ასულო;+
რქებს რკინად გიქცევ
და ჩლიქებს — სპილენძად!
გააცამტვერებ მრავალ ხალხს.+
იეჰოვას მიუძღვნი მათ უკანონო შემოსავალს,
მათ სიმდიდრეს — მთელი დედამიწის უფალს“.+