იერემია
49 აი, რას ამბობს იეჰოვა ამონელებზე:+
„განა არა ჰყავს ისრაელს ვაჟები?!
განა არა ჰყავს მას მემკვიდრე?!
რატომ დაეპატრონა მალქამი+ გადს?+
რატომ ცხოვრობს მისი ხალხი ისრაელის ქალაქებში?
გაუკაცრიელებულ გორად იქცევა ის
და მისი მიმდებარე ქალაქები ცეცხლს მიეცემა.
ისრაელი დაეპატრონება თავის დამპატრონებელს,+ — ამბობს იეჰოვა. —
3 იგლოვე, ხეშბონო, რადგან განადგურებულია აი!
იღრიალეთ, რაბის მიმდებარე ქალაქებო!
ჯვალოს სამოსი ჩაიცვით,
იგლოვეთ და იხეტიალეთ ქვით ნაშენ ფარეხებს შორის,
რადგან გადაასახლებენ მალქამს
მღვდლებიან-მთავრებიანად.+
4 რატომ ტრაბახობ შენი ველებით,
შენი წყალუხვი ველით, ორგულო ასულო,
შენს საგანძურზე რომ ხარ დაიმედებული და
ამბობ, ვინ გამოვა ჩემ წინააღმდეგო?!
5 საშინელებას დაგატეხ, — ამბობს უზენაესი უფალი,
ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, —
ყველასგან, ვინც შენ გარშემოა.
აქეთ-იქით გაიფანტებით
და ვერავინ შეკრებს გაქცეულებს.
6 მაგრამ გავა დრო და მე შევკრებ დატყვევებულ ამონელებს“, — ამბობს იეჰოვა.
7 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ედომზე:
„ნუთუ აღარ არის სიბრძნე თემანში?!+
ხომ არ გაქრა გონიერთა რჩევა?!
ხომ არ წახდა მათი სიბრძნე?!
8 გაიქეცით! უკან დაიხიეთ!
ჩადით და დაბლა დასახლდით, დედანის+ მკვიდრნო,
რადგან უბედურებას დავატეხ ესავს,
როცა მისი დასჯის დრო დადგება.
9 ყურძნის მკრეფავები რომ მოსულიყვნენ შენთან,
განა არ დაგიტოვებდნენ მოსამცვრევ ყურძენს?!
ქურდები რომ მოსულიყვნენ ღამით,
მხოლოდ იმდენს წაიღებდნენ, რამდენსაც მოისურვებდნენ.+
10 მე კი გავაშიშვლებ ესავს.
გამოვაჩენ მის სამალავს
და ვეღარ დაიმალება.
12 აი, რას ამბობს იეჰოვა: „თუ ამ სასმისს ისინიც სვამენ, ვისთვისაც ეს სასჯელი არ დამიწესებია, გგონია, შენ დაუსჯელი დარჩები?! არ დარჩები დაუსჯელი, მაინც მოგიწევს მისი დალევა.+
13 ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს იეჰოვა, — რომ განადგურდება ბოცრა; მისი შემხედვარენი გაოგნდებიან,+ დაძრახავენ მას და წყევლაში ახსენებენ. სამარადისოდ გაპარტახდება მისი ყველა ქალაქი“.+
14 ცნობა მივიღე იეჰოვასგან.
დესპანია გაგზავნილი ხალხებთან და ამბობს,
შეიკრიბეთ და გამოდით მის წინააღმდეგ,
საბრძოლველად მოემზადეთო.+
16 იმან შეგაცდინა, რომ სხვები კანკალებდნენ შენ გამო,
შენმა კადნიერმა გულმა შეგაცდინა,
კლდის მყუდრო ადგილის მკვიდრო,
მაღალ გორაზე დასახლებულო.
არწივივით მაღლა იშენებ ბუდეს,
მაგრამ იქიდანაც ჩამოგაგდებ, — ამბობს იეჰოვა. —
17 ედომის შემხედვარეთ თავზარი დაეცემათ.+ ყველას, ვინც მას გვერდს ჩაუვლის, თავზარი დაეცემა და სტვენას მოჰყვება მთელი მისი უბედურების გამო. 18 აღარავინ იცხოვრებს იქ, კაციშვილი არ დასახლდება,+ როგორც ეს სოდომის, გომორისა და მისი მეზობელი ქალაქების დამხობის შემდეგ მოხდა,+ — ამბობს იეჰოვა. —
19 გამოვა ვიღაც, ისე როგორც ლომი გამოდის იორდანის პირას ბუჩქნარიდან,+ და თავს დაესხმება უსაფრთხო საძოვრებს, მაგრამ მყისვე გავაქცევ მას მისგან და რჩეულს დავუყენებ მას. ვინ გამიტოლდება?! ვინ შემომედავება?! რომელი მწყემსი დამიდგება წინ?!+ 20 ამიტომ მოისმინეთ იეჰოვას გადაწყვეტილება, რომელიც მან ედომის წინააღმდეგ მიიღო, და ის, რაც თემანის+ მკვიდრთა წინააღმდეგ განიზრახა:
წაათრევენ ბატკნებს.
მათ გამო გააპარტახებს ის მათ საცხოვრებელს.+
21 ზანზარებს მიწა მათი დაცემის ხმაზე.
არ წყდება ყვირილი,
წითელ ზღვამდეც+ კი აღწევს.
იმ დღეს ედომელ მებრძოლთა გული
მშობიარობით გატანჯული ქალის გულს დაემსგავსება“.
„შერცხვენილნი არიან ხამათი+ და არფადი,
რადგან ცუდი ამბავი გაიგეს.
შიშისგან გული მისდით.
ზღვა ღელავს და არ ცხრება.
24 გამბედაობა დაკარგა დამასკომ;
გაიქცა და შიშმა აიტანა.
მშობიარე ქალივით
ტანჯვამ და ტკივილმა შეიპყრო.
25 რატომ არ ტოვებენ საქებარ ქალაქს,
დალხენილ ქალაქს?!
26 მისი ჭაბუკები მის მოედნებზე დაეცემიან,
იმ დღეს დაიხოცება ყველა მეომარი, —
ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
28 აი, რას ამბობს იეჰოვა კედარსა+ და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაამარცხა:
„ადექით, წადით კედარში
და გაჟლიტეთ აღმოსავლეთის მკვიდრნი.
29 წაიღებენ მათ კარვებს და წაასხამენ მათ ფარას,
წაიღებენ მათი კარვის ქსოვილებსა და მათ ნივთებს,
წაიყვანენ მათ აქლემებს.
ხალხი შესძახებს, შიშიაო ირგვლივ!
30 გაიქეცით, შორს გაიქეცით!
ჩადით და დაბლა დასახლდით, ხაცორის მკვიდრნო, — ამბობს იეჰოვა, —
რადგან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა
გეგმა შეიმუშავა თქვენ წინააღმდეგ
და უბედურება განიზრახა.
31 ადექით, გამოდით მშვიდობიანად მცხოვრები,
უსაფრთხოდ მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ! — ამბობს იეჰოვა. —
მათ არც კარები აქვთ და არც ურდულები;
ყველასგან განცალკევებით ცხოვრობენ.
32 დაიტაცებენ მათ აქლემებს
და ურიცხვ ცხვარ-ძროხას.
გავფანტავ მათ ყველა მიმართულებით,
მათ, ვისაც თმა აქვთ შეკრეჭილი საფეთქლებთან;+
ყოველი მხრიდან მოვუვლენ უბედურებას, — ამბობს იეჰოვა. —
33 ტურების ბუნაგად იქცევა ხაცორი
და სამარადისოდ გაპარტახდება.
აღარავინ იცხოვრებს იქ,
კაციშვილი არ დასახლდება“.
34 იუდას მეფე ციდკიას+ მეფობის დასაწყისში იერემია წინასწარმეტყველს იეჰოვას სიტყვა ეუწყა ელამის+ შესახებ: 35 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გადავტეხ ელამის მშვილდს,+ მათი ძლიერების საყრდენს. 36 მოვუვლენ ელამს ოთხ ქარს ცის ოთხივე კიდიდან. გავფანტავ მათ ყველა მიმართულებით და არ დარჩება ერი, რომელსაც გაფანტული ელამელები არ შეეხიზნებიან.
37 შევაძრწუნებ ელამელებს მათი მტრებისა და მათი დახოცვის მსურველთა წინაშე. უბედურებას მოვუვლენ მათ და ჩემს რისხვას დავატეხ, — ამბობს იეჰოვა, — მახვილს დავადევნებ და შევმუსრავ.
38 ელამში+ დავიდგამ ტახტს, მოვსპობ იქ მეფესაც და მთავრებსაც, — ამბობს იეჰოვა. —
39 მაგრამ უკანასკნელ დღეებში შევკრებ ელამელ ტყვეებს“», — ამბობს იეჰოვა.