106 ადიდეთ იაჰი!
მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი,+
მარადიული და ურყევია მისი სიყვარული!+
2 ვის ძალუძს იეჰოვას ძლევამოსილების
ანდა ყველა მისი სანაქებო საქმის გაცხადება?!+
3 ბედნიერია, ვინც სამართლიანად იქცევა,
ვინც ყოველთვის სიმართლეს იქმს.+
4 გამიხსენე, იეჰოვა, როცა წყალობას უყოფ შენს ხალხს,+
მომხედე და მიხსენი,
5 რათა ვიხილო შენი რჩეულებისთვის გაკეთებული შენი სიკეთე,+
შენს ერთან ერთად გავიხარო
და შენს ხალხთან ერთად ვიამაყო შენით.
6 ჩვენც შევცოდეთ ჩვენი მამა-პაპასავით,+
უკეთურად მოვიქეცით, ბოროტება ჩავიდინეთ.+
7 ვერ ჩასწვდა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტეში შენს საოცარ საქმეებს.
დაივიწყეს შენი უსაზღვრო სიყვარული
და გეურჩნენ ზღვასთან, წითელ ზღვასთან,+
8 შენ კი იხსენი ისინი შენი სახელის გამო,+
რათა ყველას გაეგო შენი ძლევამოსილების შესახებ.+
9 შერისხა წითელი ზღვა და დაშრა ის,
ისე გაატარა ისინი მის სიღრმეში, როგორც უდაბნოში.+
10 მან იხსნა ისინი მოძულეთაგან,+
მტერს გამოსტაცა ხელიდან.+
11 წყალში დაინთქნენ მათი მოწინააღმდეგეები,
ერთიც არ გადარჩენილა.+
12 მაშინ ირწმუნეს მისი დანაპირები,+
სიმღერით განადიდეს იგი,+
13 მაგრამ მალევე დაივიწყეს მისი საქმეები,+
არ დაელოდნენ მის მითითებას.
14 გულის წადილს აჰყვნენ უდაბნოში+
და სცდიდნენ ღმერთს უკაცრიელ ადგილას.+
15 შეუსრულა მათ თხოვნა,
შემდეგ კი დამაუძლურებელი სენი შეჰყარა და ბოლო მოუღო.+
16 ბანაკში შურით აღივსნენ მოსესა
და აარონის,+ იეჰოვას წმინდის მიმართ.+
17 დააღო მიწამ პირი და შთანთქა დათანი
და აბირამთან ერთად შეკრებილები.+
18 ცეცხლი აგიზგიზდა მათ კრებულში,
ცეცხლის ალმა შთანთქა ბოროტები.+
19 ხორებში ხბო გააკეთეს
და პირქვე დაემხვნენ ქანდაკების წინაშე.+
20 ჩემი დიდება ბალახის მჭამელი მოზვრის კერპზე გაცვალეს.+
21 დაივიწყეს ღმერთი,+ თავიანთი მხსნელი,
რომელმაც დიდებული საქმეები მოიმოქმედა ეგვიპტეში,+
22 საოცრებები — ქამის+ ქვეყანაში,
შიშის მომგვრელი საქმეები — წითელ ზღვასთან.+
23 ის-ის იყო უნდა მოესპო ისინი,
რომ მისი რჩეული მოსე ჩადგა მათ შორის,
რათა თავს არ დასტეხოდათ მისი რისხვა.+
24 არად ჩააგდეს სანუკვარი ქვეყანა;+
არ ირწმუნეს მისი დანაპირები.+
25 დრტვინავდნენ კარვებში+
და არ უსმენდნენ იეჰოვას,+
26 ამიტომ დაიფიცა,
რომ უდაბნოში მოუღებდა მათ ბოლოს,+
27 მათ შთამომავლობას კი ხალხებში გაფანტავდა
და უცხო მიწაზე დახოცავდა.+
28 ფეორის ბაალს დაუწყეს თაყვანისცემა+
და ჭამდნენ მკვდართათვის მსხვერპლად შენაწირს.
29 განარისხეს ის თავიანთი საქციელით+
და უბედურება დაიტეხეს თავს.+
30 როცა ფინხასმა სამართალი აღასრულა,
შეწყდა უბედურება.+
31 ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას
თაობიდან თაობაში, სამარადისოდ.+
32 აღაშფოთეს ღმერთი მერიბას წყალთან,
მათ გამო დაისაჯა მოსე.+
33 განარისხეს იგი
და მანაც დაუფიქრებლად ილაპარაკა.+
34 არ მოიქცნენ იეჰოვას ბრძანებისამებრ,+
არ გაანადგურეს ხალხები.+
35 შეერივნენ სხვა ერებს+
და მათ კვალს გაჰყვნენ.+
36 ემსახურებოდნენ მათ კერპებს+
და ეს მახედ ექცათ.+
37 თავიანთ ვაჟებსა და ასულებს
დემონებს სწირავდნენ.+
38 უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ,+
თავიანთი ვაჟებისა და ასულების სისხლს,
ქანაანელთა კერპებს სწირავდნენ მათ;+
წაიბილწა ქვეყანა სისხლის ღვრით.
39 გაუწმინდურდნენ თავიანთი საქმეებით;
ორგულობდნენ ღმერთს.+
40 განრისხდა იეჰოვა თავის ხალხზე
და შეიძულა თავისი საკუთრება.
41 სხვა ხალხების ხელში ყრიდა მათ,+
რათა მოძულენი გაბატონებულიყვნენ მათზე.+
42 ჩაგრავდნენ მათ მტრები
და იმორჩილებდნენ.
43 ბევრჯერ დაიხსნა,+
მაგრამ ისინი კვლავ უმხედრდებოდნენ და ეურჩებოდნენ მას,+
შედეგად კი დამცირებას იმკიდნენ თავიანთი დანაშაულის გამო;+
44 ის კი ხედავდა მათ გასაჭირს+
და უსმენდა, როცა შველას შესთხოვდნენ.+
45 მათი გულისთვის არ ივიწყებდა თავის შეთანხმებას
და თავისი უსაზღვრო სიყვარულის+ გამო ებრალებოდა ისინი.
46 მათდამი სიბრალულს აღუძრავდა
მათ დამატყვევებელთ.+
47 გვიხსენი, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+
გამოგვიყვანე ხალხებიდან და ერთად შეგვკრიბე,+
რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელს
და სიხარულით გიძღვნიდეთ ქებას.+
48 იდიდოს იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა,
მარადიულად!+
ყველა ხალხმა თქვას: ამინ!
ადიდეთ იაჰი!