კანონი
14 „თქვენ ხართ იეჰოვას, თქვენი ღვთის, შვილები. მკვდრის გამო არ დაისეროთ სხეული+ და არ მოიპარსოთ წარბები.+ 2 წმინდა ხალხი ხართ+ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის. თქვენ გამოგარჩიათ იეჰოვამ დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის, რომ მისი ხალხი, მისი საკუთრება, გამხდარიყავით.+
3 არ ჭამოთ არანაირი სისაძაგლე.+ 4 აი, რომელი ცხოველები გეჭმებათ:+ ხარი, ცხვარი, თხა, 5 ირემი, ქურციკი, შველი, გარეული თხა, ანტილოპა, გარეული ცხვარი და მთის ცხვარი. 6 ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს და იცოხნის, გეჭმებათ. 7 ოღონდ მცოხნელთაგან და ჩლიქგაყოფილთაგან არ ჭამოთ: აქლემი, კურდღელი და დამანი, რადგან იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი გაყოფილი არა აქვთ; ეს ცხოველები უწმინდურია თქვენთვის;+ 8 არც ღორი ჭამოთ, რადგან ჩლიქი გაყოფილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის; ის უწმინდურია თქვენთვის. არცერთი მათგანის ხორცი არ ჭამოთ და მათ ლეშს არ გაეკაროთ.
9 წყლის ბინადართაგან გეჭმებათ ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს.+ 10 რასაც ფარფლი და ქერცლი არა აქვს, არ ჭამოთ; უწმინდურია თქვენთვის.
11 ნებისმიერი წმინდა ფრინველი გეჭმებათ. 12 არ გეჭმებათ: არწივი, ფსოვი, შავი სვავი,+ 13 წითელი ძერა და შავი ძერა, 14 არცერთი სახეობის ყორანი, 15 სირაქლემა, ბუ, თოლია, არცერთი სახეობის შევარდენი, 16 ჭოტი, ბუკიოტი, გედი, 17 ვარხვი, სვავი, ჩვამა, 18 ყარყატი, არცერთი სახეობის ყანჩა, ოფოფი და ღამურა. 19 ნებისმიერი სახეობის მწერი უწმინდურია თქვენთვის და არ გეჭმებათ. 20 ნებისმიერი წმინდა ფრინველი გეჭმებათ.
21 არ ჭამოთ მკვდარი ცხოველი.+ შეგიძლიათ ის თქვენს ქალაქებში მცხოვრებ ხიზნებს მისცეთ; მათ შეუძლიათ ჭამონ. შეგიძლიათ უცხოელებს მიჰყიდოთ, რადგან თქვენ წმინდა ხალხი ხართ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის.
არ მოხარშოთ თიკანი თავისი დედის რძეში.+
22 გაიღეთ თქვენს მიწაზე დათესილი თესლიდან წლიდან წლამდე მოწეული მოსავლის მეათედი.+ 23 ჭამეთ თქვენი მარცვლეულის მეათედი, დალიეთ ახალი ღვინის მეათედი და მოიხმარეთ ზეთის მეათედი, ჭამეთ თქვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებული იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს თავისი სახელის განსადიდებლად,+ რათა ისწავლოთ, რომ ყოველთვის გეშინოდეთ იეჰოვასი, თქვენი ღვთისა.+
24 თუ შორი გზა გექნებათ გასავლელი და ვერ წაიღებთ ამ ყველაფერს, რადგან ადგილი, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს თავისი სახელის განსადიდებლად,+ თქვენგან შორს იქნება (რადგან გაკურთხებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი), 25 ფულზე გადაცვალეთ; წადით იმ ადგილას, რომელსაც თქვენი ღმერთი იეჰოვა ამოირჩევს, და ფულიც თან წაიღეთ. 26 იყიდეთ იმ ფულით ის, რაც მოგინდებათ: ძროხა, ცხვარი, თხა, ღვინო, სხვა მათრობელი სასმელი და ნებისმიერი რამ, რაც გესიამოვნებათ; ჭამეთ იქ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე და იხარეთ თქვენ და თქვენმა სახლეულობამ.+ 27 არ დაივიწყოთ თქვენს ქალაქებში მცხოვრები ლევიანები,+ რადგან არ მიეცათ მათ თქვენთან წილი და სამკვიდრო.+
28 ყოველი მესამე წლის ბოლოს აიღეთ იმ წლის მოსავლის მეათედი და თქვენს ქალაქებში შეინახეთ.+ 29 მოვიდნენ თქვენს ქალაქში მცხოვრები ლევიანები, რომელთაც არ მიეცათ თქვენთან წილი და სამკვიდრო, უცხოელები, ქვრივ-ობლები და კარგად დანაყრდნენ,+ რათა გაკურთხოთ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ყველაფერში, რასაც გააკეთებთ“.+