ფსალმუნები
დავითის მიქთამი*.
16 დამიფარე, ღმერთო, რადგან შენ შეგაფარე თავი.+
2 იეჰოვას ვუთხარი: „იეჰოვა, შენ ხარ ჩემთვის ყოველგვარი სიკეთის წყარო.
4 სადარდებელი არ ელევა მათ, ვინც სხვა ღმერთებს ელტვის.+
არასდროს დავუღვრი მათ შესაწირავად სისხლს,
არც ბაგეებით ვახსენებ მათ სახელს.+
5 იეჰოვაა ჩემი კუთვნილი წილი+ და ჩემი სასმისი.+
შენ იცავ ჩემს სამკვიდროს.
6 მშვენიერი ადგილები მომიზომე,
კმაყოფილი ვარ ჩემი სამკვიდროთი.+
7 ხოტბას შევასხამ იეჰოვას, რომელმაც რჩევა მომცა,+
ღამითაც კი შემაგონებენ ჩემი ფიქრები*.+
8 ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა.+
არ წავიფორხილებ, რადგან მხარში მიდგას იგი.+
9 ამიტომაც ვარ გულმხიარული, მთელი ჩემი არსებით ვხარობ;
უსაფრთხოდ ვარ დამკვიდრებული.
10 შენ არ დამტოვებ* სამარეში*,+
არ გაიმეტებ შენს ერთგულს საფლავისთვის*.+
11 შენ მასწავლი სიცოცხლის გზით სიარულს.+
დიდად ვხარობ შენ წინაშე;+
მარადიული ბედნიერება მოაქვს შენს მარჯვენასთან ყოფნას.