ასაფის ფსალმუნი.+
83 ნუ დადუმდები, ღმერთო!+
ნუ გაჩუმდები და ნუ გაჩერდები, ზეციერო!
2 აი, ყაყანებენ შენი მტრები,+
ქედმაღლობენ შენი მოძულეები.
3 ფარულად აწყობენ გეგმებს შენი ხალხის წინააღმდეგ,
შეთქმულებას უწყობენ შენთვის ძვირფას ხალხს.
4 ამბობენ, მოდით და აღვგავოთ ეს ერი,+
რომ მოისპოსო ისრაელის სახსენებელი.
5 საერთო ჩანაფიქრი აქვთ;
შენ წინააღმდეგ შეუკრავთ პირი:+
6 ედომელებსა და ისმაელელებს, მოაბელებსა+ და აგრელებს,+
7 გებალელებს, ამონელებსა+ და ამალეკელებს,
ფილისტიმელებსა+ და ტვიროსელებს.+
8 ასურეთიც+ მათ მიემხრო,
მხარს უჭერენ ლოტის შთამომავლებს.+ (სელა)
9 იგივე დამართე მათ, რაც მიდიანს,+
სისერასა და იაბინს კიშონის ხევთან.+
10 განადგურდნენ ისინი ენ-დორში;+
ნაკელად იქცნენ მიწისათვის.
11 იგივე უყავი მათ დიდებულებს, რაც ორებსა და ზეებს,+
იგივე დამართე მათ მთავრებს, რაც ზებახსა და ცალმუნას,+
12 რადგან ამბობდნენ, დავეუფლოთო ღვთის სამკვიდროს.
13 ჩემო ღმერთო, დაამსგავსე ისინი ქარისგან ატაცებულ ნარს+
და ქარისგან გახვეტილ ბზეს.
14 როგორც ცეცხლი წვავს ტყეს
და ალი ბუგავს მთებს,+
15 ისე დაედევნე მათ შენი ქარიშხლით+
და შეაძრწუნე შენი ქარტეხილით.+
16 შეარცხვინე ისინი,
რათა ეძებონ შენი სახელი, იეჰოვა.
17 შერცხვნენ და შეძრწუნდნენ სამარადისოდ,
დამცირდნენ და განადგურდნენ,
18 რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა+
და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!+