სამუელი — წიგნი მეორე
1 მოკვდა საული. ამალეკელებზე გამარჯვებული დავითი ორი დღის დაბრუნებული იყო ციკლაგში.+ 2 მესამე დღეს მოვიდა ერთი კაცი საულის ბანაკიდან, ტანსაცმელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი. მივიდა დავითთან, მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო.
3 ჰკითხა მას დავითმა: „საიდან მოდიხარ?“ მან მიუგო: „ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი“. 4 უთხრა მას დავითმა: „გთხოვ, მომიყევი, რა მოხდა!“ მან მიუგო: „გაიქცა ხალხი ბრძოლის ველიდან, ბევრიც დაეცა. დაიხოცნენ საულიცა და მისი ვაჟი იონათანიც“.+ 5 ჰკითხა დავითმა იმ ყმაწვილკაცს, ამბის მომტანს: „საიდან იცი, რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟი იონათანი?“ 6 მან მიუგო: „შემთხვევით გილბოას მთაზე+ მოვხვდი და დავინახე თავისივე შუბზე დაყრდნობილი საული; ეტლები და მხედრები უახლოვდებოდნენ მას.+ 7 როცა მობრუნდა და დამინახა, დამიძახა. ვუთხარი, გისმენ-მეთქი, ბატონო. 8 მკითხა, ვინა ხარო. მეც მივუგე, ამალეკელი+ ვარ-მეთქი. 9 მთხოვა, მოდი და მომკალი, რადგან საშინლად ვიტანჯები და არც ვკვდებიო. 10 მივედი და მოვკალი,+ რადგან ვიცოდი, რომ მაინც ვერ იცოცხლებდა, რადგან მძიმედ იყო დაჭრილი. თავიდან გვირგვინი მოვხსენი, ხელიდან კი — სამაჯური, და აი ჩემს ბატონს მოვუტანე“.
11 მაშინ დავითმა ჩაბღუჯა თავისი ტანსაცმელი და შემოიხია; ასევე მოიქცნენ მასთან მყოფნიც. 12 საღამომდე მოთქვამდნენ, ტიროდნენ და მარხულობდნენ,+ რადგან მახვილით დაიხოცნენ საული, მისი ვაჟი იონათანი და მრავალი იეჰოვას ხალხიდან, ისრაელიდან.+
13 ჰკითხა დავითმა ამბის მომტანს: „სადაური ხარ?“ მან მიუგო: „ამალეკელი ვარ, უცხოელი კაცის შვილი“. 14 უთხრა მას დავითმა: „როგორ არ შეგეშინდა, იეჰოვას ცხებულის მოსაკლავად რომ აღმართე ხელი!“+ 15 მოუხმო დავითმა თავის ერთ-ერთ მსახურს და უთხრა: „მიდი, მოკალი!“ მანაც დაჰკრა მახვილი და მოკლა.+ 16 დავითმა თქვა: „შენზე იყოს შენი სისხლი, რადგან შენივე პირით დაამოწმე საკუთარი თავის წინააღმდეგ, როცა თქვი, მე მოვკალიო იეჰოვას ცხებული!“+
17 სამგლოვიარო სიმღერა იმღერა დავითმა საულსა და მის ვაჟ იონათანზე,+ 18 და ბრძანა, რომ იუდას მკვიდრთ ესწავლათ ეს სიმღერა, „მშვილდი“, რომელიც იაშარის წიგნში ჩაიწერა:+
19 „შენს მაღლობებზე დასამარდა შენი მშვენება, ისრაელო!+
როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
არ გააცხადოთ ეს აშკელონის ქუჩებში,
თორემ გაიხარებენ ფილისტიმელთა ასულები,
მოილხენენ წინადაუცვეთელთა ქალიშვილები.
არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა,
წმინდა შესაწირავისთვის ნაყოფის მომცემი მინდვრები,+
რადგან მანდ წაიბილწა ვაჟკაცთა ფარი
და საულის ფარი აღარ არის ზეთით ცხებული!
რომ სისხლი არ დაეღვარათ
და ვაჟკაცთა ხორცი არ განეგმირათ.+
ის, ვინც ოქროს სამკაულებით გიმშვენებდათ სამოსელს!
25 როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლის ველზე!
განგმირული წევს შენს მაღლობებზე იონათანი!+
ჩემთვის შენი სიყვარული ქალის სიყვარულზე მშვენიერი იყო.+
27 როგორ დაეცნენ ვაჟკაცები
და როგორ განადგურდა საბრძოლო იარაღი!“