იობი
9 იობმა მიუგო:
2 «ვიცი, რომ ეს ასეა.
მაგრამ მოკვდავი კაცი როგორ იქნება მართალი ღმერთთან?!+
4 ბრძენია იგი და ძლევამოსილი;+
ვინ აღუდგება წინ და უვნებელი დარჩება?!+
5 მთებს ამხობს და ეს არავინ იცის,
მიწასთან ასწორებს თავისი რისხვით.
7 მზეს უბრძანებს, რომ არ გამოანათოს,
და ვარსკვლავების+ სინათლეს აქრობს.
და ზღვის+ აზვირთებულ ტალღებზე დადის.
9 მან შექმნა აშის*, ქესილისა* და ქიმის* თანავარსკვლავედები+
და სამხრეთის თანავარსკვლავედები.
10 ის იქმს დიდებულ და ჩაუწვდომელ საქმეებს,+
საოცრებებს, რომლებსაც თვლა არა აქვს.+
11 ჩამივლის და ვერ ვხედავ,
გვერდზე გამივლის, მაგრამ ვერ ვამჩნევ.
12 როცა რაიმეს იტაცებს, ვინ დაუდგება წინ?!
ვინ ეტყვის, რას აკეთებო?!+
14 და მე როგორღა გავცე პასუხი?!
გულდასმით უნდა შევარჩიო სიტყვები.
მე მხოლოდ შეწყალებას ვთხოვდი ჩემს მოსამართლეს*.
16 რომც მოვუხმო, განა მიპასუხებს?!
18 სულს არ მათქმევინებს,
მამწარებს.
19 თუ ვინმეა ძლიერი, ის არის;+
თუ ვინმეა სამართლიანი, ისაა,
ვინც ამბობს, ვინ მომთხოვსო პასუხს.
20 მართალიც რომ ვყოფილიყავი, ჩემი ბაგეები დამდებდა ბრალს.
უდანაშაულოც* რომ ვყოფილიყავი,
დამნაშავედ გამომაცხადებდა იგი.
უარს ვიტყოდი სიცოცხლეზე.
22 ყველაფერი ისე რჩება, როგორც იყო. ამიტომაც ვასკვნი:
„ის ბოლოს უღებს უდანაშაულოსაც* და დამნაშავესაც“.
23 თუ წყალდიდობა მოულოდნელად დახოცავს ხალხს,
უდანაშაულოთა უბედურება სიცილად არ ეყოფა მას.
თუ არა ის, მაშ ვინღა?!
26 ლერწმის ნავებივით მიცურავენ
და არწივივით ეშვებიან მსხვერპლისკენ.
27 რომც მეთქვა, დავივიწყებ-მეთქი ჩემს საწუხარს,
გამომეტყველებას შევიცვლი და გავმხიარულდები-მეთქი,
29 მაინც დამნაშავე ვიქნებოდი.
რატომღა გავისარჯო ტყუილუბრალოდ?!+
31 შენ მაინც ორმოში ჩამაგდებდი
და ჩემი ტანსაცმელიც კი შემიძულებდა.
32 კაცი კი არ არის იგი, რომ პასუხი გავცე
და ერთად წარვდგეთ სასამართლოზე.+
33 არავინ არის ჩვენი განმსჯელი,
ის, ვინც გაგვასამართლებდა.
35 ვილაპარაკებდი და აღარ შემეშინდებოდა მისი,
რადგან მასთან საუბრის არ მეშინია».