გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. შესახსენებლად. ასაფის საგალობელი.+
80 ყური მოგვაპყარი, ისრაელის მწყემსო,
შენ, ვინც ისე მიუძღვები იოსებს, როგორც ფარას!+
ქერუბიმებს ზემოთ ტახტზე მჯდომარევ,+
გამობრწყინდი!
2 შენი ძლევამოსილებით წარმოჩინდი+
ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე!
მოდი ჩვენ სახსნელად!+
3 ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან,+
შენი სახის ნათელი მოგვაფინე, რომ გადავრჩეთ.+
4 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, როდემდე უნდა განრისხებდეს შენი ხალხის ლოცვა?!+
5 ცრემლი პურად უქციე,
წყალივით ასმევ მათ ცრემლს.
6 სადავოდ გვაქციე მეზობლებს შორის;
მოესურვებათ და მასხრად გვიგდებენ ჩვენი მტრები.+
7 ლაშქართა ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან,
შენი სახის ნათელი მოგვაფინე, რომ გადავრჩეთ.+
8 შენ წამოიღე ვაზი+ ეგვიპტიდან,
განდევნე ხალხები და დარგე ის.+
9 შენ მოუსუფთავე მას ადგილი,
მანაც გაიდგა ფესვი და იხარა მთელ იმ მიწაზე.+
10 მისი ჩრდილი მოეფინა მთებს,
ღვთის კედრები დაფარა მისმა ლერწებმა.
11 ზღვას მიაწვდინა ლერწები და მდინარეს+ — ყლორტები.
12 რატომ მოუნგრიე მას ქვის ზღუდე+
და რატომ აკრეფინებ მის ნაყოფს ყოველ გამვლელს?+
13 ტყიდან გამოსული ტახები აოხრებენ მას,
მინდვრის ცხოველების საზრდოდ იქცა ის.+
14 გთხოვთ, დაბრუნდი, ლაშქართა ღმერთო,
გადმოიხედე ზეციდან და დაინახე, რაც ხდება!
მოხედე ამ ვაზს,+
15 იმ ძირს, შენმა მარჯვენამ რომ დარგო,+
ყლორტს, შენთვის რომ განამტკიცე.+
16 გაიკაფა და ცეცხლში დაიწვა;+
იღუპება შენგან შერისხული ხალხი.
17 მხარში ამოუდექი კაცს, შენ მარჯვნივ მყოფს,
კაცის ძეს, შენთვის რომ განამტკიცე!+
18 მაშინ აღარ შეგაქცევთ ზურგს.
გვაცოცხლე, რომ მოვუხმოთ შენს სახელს.
19 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან,
შენი სახის ნათელი მოგვაფინე, რომ გადავრჩეთ!+