დავითის საგალობელი.
108 მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო,
ავაჟღერებ საკრავს და გიგალობებ მთელი გულით.+
2 გამოიღვიძე, სიმებიანო საკრავო, და შენც, ქნარო!+
გამოვაღვიძებ განთიადს.
3 ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,
ერებს შორის გიგალობებ!
4 განუზომელია შენი სიყვარული და ცამდე აღწევს,+
შენი ერთგულება ღრუბლებს სწვდება.
5 ღმერთო, ცას ასცდეს შენი დიდება!
განდიდდი მთელ დედამიწაზე!+
6 გვიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე,
რათა გადარჩეს შენი საყვარელი ხალხი.+
7 ღმერთმა თქვა თავისი სიწმინდით:
„გავიხარებ და შექემს+ მივცემ სამკვიდროდ ჩემს ხალხს
და სუქოთის ველს+ მივუზომავ.
8 ჩემია გალაადიც+ და მენაშეც,
ეფრემი მუზარადივით მხურავს,+
იუდა კი მთავრის კვერთხივით მიპყრია.+
9 მოაბი+ ჩემი დასაბანი ჭურჭელია.
ედომზე მოვისვრი ჩემს სანდალს.+
გამარჯვების ყიჟინას დავცემ ფილისტიმს“.+
10 ვინ მიმიყვანს გამაგრებულ ქალაქამდე?!
ვინ წამიძღვება ედომამდე?!+
11 განა შენ არ გვაქციე ზურგი, ღმერთო,
ჩვენო ღმერთო, და აღარ მიუძღვი ჩვენს ლაშქარს?!+
12 დაგვეხმარე გაჭირვების ჟამს,+
რადგან ვერ გვიხსნის კაცი.+
13 ღმერთი მოგვცემს ძალას+
და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს!+