იგავები
5 შვილო, დაუკვირდი ჩემს სიბრძნეს
და ყურადღებით მომისმინე, რომ გაიგო, რა არის გამჭრიახობა,+
2 რომ გაუფრთხილდე ჭკუას
და ყოველთვის ჭეშმარიტება ილაპარაკო.+
5 მისი ფეხი სიკვდილისკენ მიემართება
და მისი ნაბიჯები სამარისკენ* მიდის.
6 არ ფიქრობს სიცოცხლის გზაზე,
აქეთ-იქით დადის, გზა-კვალი აქვს არეული.
7 მაშ, მისმინეთ, შვილებო,
და ნუ გადახვალთ ჩემს სიტყვას.
8 თავი შორს დაიჭირე მისგან
და მისი სახლის შესასვლელს+ ნუ გაეკარები,
და სიმწარე არ მოიმკა,+
10 უცხოს რომ არ შეალიო შენი ძალ-ღონე+
და შენი ნაშრომი სხვის სახლში არ დარჩეს,
11 თორემ კვნესას მოჰყვები სიცოცხლის ბოლოს,
როცა მთელი სხეული დაგიუძლურდება.+
12 მაშინ იტყვი: „როგორ მძულდა დარიგება!
როგორ ეზიზღებოდა ჩემს გულს შეგონება!
13 ჩემს მასწავლებლებს არ ვუსმენდი
და ჩემს აღმზრდელებს ყურს არ ვუგდებდი.
14 კინაღამ გავნადგურდი კრებულის თვალწინ“.+
15 წყალი შენი ჭიდან და შენი წყაროდან სვი.+
16 რატომ უნდა იდინოს შენმა წყაროს წყალმა გარეთ,
შენი წყლის ნაკადებმა — მოედნებზე?!+
ყოველთვის მისი მკერდი გათრობდეს
და მუდამ მისი სიყვარული გატყვევებდეს.+
23 მოკვდება, რადგან უკუაგდო დარიგება,
გზა-კვალი აერევა, რადგან მეტისმეტად უგუნურად მოიქცა.