ეზრა
1 სპარსეთის მეფე კიროსის+ მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვის+ შესასრულებლად იეჰოვამ აღძრა სპარსეთის მეფე კიროსი, რომ დაეწერა ეს ბრძანებულება და მთელ სამეფოში გამოეცხადებინა:+
2 «აი, რას ამბობს სპარსეთის მეფე კიროსი: „დედამიწის ყველა სამეფო+ იეჰოვამ, ზეციერმა ღმერთმა, მიბოძა და დამავალა, მისთვის ტაძარი ამეგო იერუსალიმში, იუდაში რომ არის.+ 3 თუკი ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, დაე მასთან იყოს მისი ღმერთი და წავიდეს იუდაში, იერუსალიმში, და აღადგინოს ისრაელის ღვთის, იეჰოვას, ტაძარი; ისაა ჭეშმარიტი ღმერთი, რომლის ტაძარიც იერუსალიმში იყო*! 4 დაბრუნების მსურველ ხიზანს,+ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, მისცენ მეზობლებმა ოქრო-ვერცხლი, სხვადასხვა ნივთი და პირუტყვი ნებაყოფლობით შესაწირავთან ერთად ღვთის ტაძრისთვის,+ იერუსალიმში რომ იყო“».
5 მაშინ წასასვლელად გაემზადნენ იუდასა და ბენიამინის საგვარეულოთა თავკაცები, მღვდლები და სხვა ლევიანები — ყველა, ვინც ღმერთმა აღძრა, რომ წასულიყვნენ და აღედგინათ იეჰოვას ტაძარი იერუსალიმში. 6 მათმა მეზობლებმა ნებაყოფლობითი შესაწირავის გარდა ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები და სხვა ძვირფასეულობა, აგრეთვე სხვადასხვა ნივთები და პირუტყვი გაატანეს მათ.
7 მეფე კიროსმა იეჰოვას ტაძრის ნივთებიც გამოატანინა, რომლებიც ნაბუქოდონოსორს იერუსალიმიდან ჰქონდა წამოღებული და დაწყობილი თავისი ღვთის ტაძარში.+ 8 სპარსეთის მეფე კიროსმა ისინი ხაზინადარ მითრიდატეს გამოატანინა, რომელმაც ყველაფერი თვლით ჩააბარა შეშბაცარს*,+ იუდას თავკაცს.
9 აი ამ ნივთების რიცხვი: 30 ოქროს კალათა, 1 000 ვერცხლის კალათა, 29 სხვა კალათა, 10 30 ოქროს პატარა ჯამი, 410 ვერცხლის პატარა ჯამი და 1 000 სხვა ნივთი. 11 ოქრო-ვერცხლის ნაკეთობების რაოდენობამ სულ 5 400 შეადგინა. ყველაფერი წამოიღო შეშბაცარმა, როცა გადასახლებული ხალხი+ ბაბილონიდან იერუსალიმში წამოვიდა.