იერემია
8 «იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, — გამოიტანენ იუდას მეფეების, მისი მთავრების, მღვდლების, წინასწარმეტყველებისა და იერუსალიმის მკვიდრთა ძვლებს მათი სამარხებიდან. 2 გაფანტავენ მათ მზის, მთვარისა და მთელი ციური ლაშქრის წინაშე, რომელნიც უყვარდათ, რომელთაც ემსახურებოდნენ, მოუხმობდნენ და რომელთა წინაშეც პირქვე ემხობოდნენ.+ არც შეაგროვებენ მათ და არც დამარხავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწაზე.+
3 ყველგან, სადაც ამ ბოროტი ერიდან გადარჩენილებს გავფანტავ, სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებენ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
4 ასე უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა:
„ვინც ეცემა, ხომ დგება?!
თუ ერთი მობრუნდება, მეორეც ხომ მობრუნდება?!
5 რატომ იქცევა ეს ხალხი, იერუსალიმი, მუდამ ორგულად?!
სიცრუეს ეჭიდებიან
და ჩემთან დაბრუნება არ უნდათ.+
6 ყურს ვუგდებდი, ვუსმენდი; არასწორად ლაპარაკობდნენ.
კაციშვილი არ ინანიებდა ბოროტებას და არ ამბობდა, ეს რა ჩავიდინეო.+
არცერთი არ თმობს გზას, რომლითაც უმრავლესობა დადის; ბრძოლაში შევარდნილი ცხენებივით არიან.
ჩემმა ხალხმა კი არ იცის იეჰოვას სამართალი.+
8 როგორ ამბობთ, ბრძენები ვართ და იეჰოვას კანონი ჩვენ გვაქვსო,
მაშინ როცა გადამწერთა კალამი+ მხოლოდ სიცრუეს წერს.
შეძრწუნდნენ; მახეში გაებმებიან ისინი.
უარყვეს იეჰოვას სიტყვა
და რაღა სიბრძნე აქვთ?!
10 ამიტომ მათ ცოლებს სხვა კაცებს მივცემ,
მათ მინდვრებს კი სხვები დაეპატრონებიან,+
რადგან ყველა უპატიოსნოდ იხვეჭს ქონებას, განურჩევლად ყველა.+
ყველანი გამომძალველები არიან, წინასწარმეტყველით დაწყებული მღვდლით დამთავრებული.+
11 ზერელედ მკურნალობენ ჩემი ხალხის ასულის მოტეხილობას,
ამბობენ, მშვიდობაა, მშვიდობააო, მაშინ როცა არ არის მშვიდობა.+
12 განა რცხვენიათ, სისაძაგლე რომ ჩაიდინეს?!
არ რცხვენიათ!
ვერც იმას ხვდებიან, რომ თავი უნდა დაიმდაბლონ;+
ამიტომ დაცემულთა შორის აღმოჩნდებიან.
როცა დავსჯი მათ, წაიბორძიკებენ,+ — ამბობს იეჰოვა. —
13 შევკრებ მათ და ბოლოს მოვუღებ, — ამბობს იეჰოვა. —
არ შერჩება ვაზს ყურძენი და ლეღვის ხეს — ლეღვი, ფოთლებიც კი დაჭკნება.
რაც მივეცი, ისიც არ შერჩებათ“».
14 მათ თქვეს: „აქ რას ვსხედვართ?!
შევიკრიბოთ, შევიდეთ გამაგრებულ ქალაქებში+
და იქ დავიხოცოთ.
16 დანიდან ისმის მისი ცხენების ფრუტუნი,
მთელ მიწას აზანზარებს
მისი ულაყების ჭიხვინი.
მოდიან ისინი, ნთქავენ მიწას და ყველაფერს, რაც მასზეა,
ქალაქსაც და მის მკვიდრთაც“.
17 „მოგისევთ გველებს,
შხამიან გველებს, რომლებსაც ვერ მონუსხავთ,
და დაგგესლავენ ისინი“, — ამბობს იეჰოვა.
18 მწუხარებამ მომიცვა,
გული დამიავადდა.
19 შორეული ქვეყნიდან ისმის
ჩემი ხალხის ასულის ხმა, შველას რომ ითხოვს:
„ნუთუ აღარ არის იეჰოვა სიონში?!
ნუთუ აღარ არის მისი მეფე იქ?!“
მან თქვა: „რატომ შეურაცხმყვეს ქანდაკებებით,
უსარგებლო კერპებით?“
20 მათ თქვეს: „სამკალმა ჩაიარა, ზაფხული მიიწურა,
საშველი კი არსაიდან ჩანს!“
შიშმა მომიცვა.
22 ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში?!+
ნუთუ აღარც მკურნალია იქ?!+
მაშ, რატომ არ იკურნება ჩემი ხალხის ასული?!+