მეფეები — წიგნი პირველი
9 როცა დაასრულა სოლომონმა იეჰოვას ტაძრისა და მეფის სასახლის მშენებლობა+ და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,+ 2 მეორედ გამოეცხადა იეჰოვა, ისე როგორც გაბაონში.+ 3 იეჰოვამ მას უთხრა: «შევისმინე შენი ლოცვა და სათხოვარი, წყალობა რომ მთხოვე; განვწმინდე ეს ტაძარი და სამარადისოდ აქ დაივანებს ჩემი სახელი;+ მუდამ თვალი მეჭირება მასზე და აქ იქნება ჩემი გული.+ 4 თუ მამაშენი დავითივით ერთგულად+ და წრფელი გულით+ მემსახურები,+ ყველაფერს ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთებ,+ დაემორჩილები ჩემს წესებსა და სამართალს,+ 5 სამარადისოდ განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელში, როგორც მამაშენ დავითს შევპირდი, ყოველთვის შენი შთამომავალი იმეფებს-მეთქი ისრაელზე.+ 6 მაგრამ, თუ თქვენ და თქვენი შვილები განმიდგებით, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესებს, წახვალთ და სხვა ღმერთების წინაშე დაემხობით და მათ დაუწყებთ თაყვანისცემას,+ 7 ამოვძირკვავ ისრაელს იმ მიწიდან, რომელიც დავამკვიდრებინე,+ ამ ტაძარს კი, ჩემი სახელისთვის რომ განვწმინდე, ზურგს შევაქცევ;+ აბუჩად აიგდებენ ერები ისრაელს და დასცინებენ მას.+ 8 ნანგრევების გროვად იქცევა ეს ტაძარი.+ ყველა, ვინც მას ჩაუვლის, განცვიფრებული შეხედავს, სტვენას დაიწყებს და იკითხავს, ასე რატომ მოექცაო იეჰოვა ამ მიწასა და ტაძარს?+ 9 პასუხად მიუგებენ: „ზურგი აქციეს იეჰოვას, თავიანთ ღმერთს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამა-პაპა; სხვა ღმერთების წინაშე ემხობოდნენ და ეთაყვანებოდნენ. ამიტომაც დაატეხა იეჰოვამ ამდენი უბედურება!“»+
10 დაასრულა სოლომონმა 20 წლის თავზე ორი სახლის, იეჰოვას ტაძრისა და თავისი სასახლის, შენება.+ 11 ამარაგებდა სოლომონს ტვიროსის მეფე ხირამი+ კედრისა და ღვიის მასალით, აგრეთვე იმდენი ოქროთი, რამდენსაც სოლომონი მოისურვებდა,+ ამიტომ მისცა მან ხირამს 20 ქალაქი გალილეის მიწაზე. 12 წავიდა ტვიროსიდან ხირამი სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად, მაგრამ არ მოეწონა ისინი. 13 მან უთხრა: „ეს რა ქალაქები მოგიცია, ჩემო ძმაო?!“ უწოდა ქაბულის მიწა*, და ეს დღემდე ასეა. 14 ხირამმა მეფეს 120 ტალანტი* ოქრო გაუგზავნა.+
15 შეკრიბა სოლომონმა სავალდებულო სამუშაოს შემსრულებელნი,+ რომ მათ იეჰოვას ტაძარი,+ მეფის სასახლე, მილო*,+ იერუსალიმის გალავანი, ხაცორი,+ მეგიდო+ და გეზერი+ აეშენებინათ 16 (გეზერი ეგვიპტის მეფემ, ფარაონმა, თავის ასულს,+ სოლომონის ცოლს, მისცა მზითევში, მას შემდეგ, რაც დაიპყრო ეს ქალაქი და გადაწვა და ამოხოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები).+ 17 აღადგინა სოლომონმა გეზერი, ქვემო ბეთ-ხორონი,+ 18 ბაალათი+ და თამარი, უდაბნოში, მის მიწაზე რომ იყო, 19 აგრეთვე თავისი ყველა სამარაგო ქალაქი, ეტლების სადგომი ქალაქები,+ მხედართა ქალაქები და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში, ლიბანსა თუ მთელ თავის სამფლობელოში. 20 ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან+ დარჩენილებს, რომლებიც ისრაელებს არ ეკუთვნოდნენ,+ 21 იმ მიწაზე დარჩენილ მათ შთამომავლებს, რომლებიც არ გაუნადგურებიათ ისრაელებს, სოლომონმა მონური სამუშაო დააკისრა, და ეს დღემდე ასეა.+ 22 ისრაელთაგან არავისთვის დაუკისრებია სოლომონს მონური სამუშაო;+ ისინი მეომრებად, მსახურებად, მთავრებად, მხლებლებად და მეეტლეთა და მხედართა ზედამხედველებად ჰყავდა დაყენებული. 23 სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსად, სამუშაოს შემსრულებელთა წინამძღოლად, 550 კაცი ჰყავდა დანიშნული.+
24 ფარაონის ასული+ დავითის ქალაქიდან+ სოლომონის მიერ მისთვის აშენებულ სასახლეში გადავიდა; ამის შემდეგ სოლომონმა მილო ააშენა.+
25 წელიწადში სამჯერ+ სოლომონი იეჰოვასთვის აგებულ სამსხვერპლოზე, იეჰოვას წინ რომ იყო, წვავდა და აბოლებდა დასაწვავ მსხვერპლს და სამშვიდობო მსხვერპლს;+ დაასრულა მან ტაძრის შენება.+
26 მეფე სოლომონმა აგრეთვე ააგო ხომალდები ეციონ-გებერში,+ ელოთთან რომ არის, წითელი ზღვის სანაპიროზე, ედომში.+ 27 ხირამმა თავისი მსახურები, გამოცდილი მეზღვაურები, გააყოლა სოლომონის ხომალდებს,+ რათა იქ ემსახურათ სოლომონის მსახურებთან ერთად. 28 წავიდნენ ისინი ოფირში+ და იქიდან 420 ტალანტი ოქრო ჩამოუტანეს მეფე სოლომონს.