ამოსი
8 უზენაესმა უფალმა იეჰოვამ მოწეული საზაფხულო ხილით სავსე კალათა მახილვინა. 2 მან მკითხა: „რას ხედავ, ამოს?“ მივუგე, მოწეული საზაფხულო ხილით სავსე კალათას-მეთქი. იეჰოვამ მითხრა: „მოაწია ჩემი ხალხის, ისრაელის აღსასრულმა, მეტად აღარ ვაპატიებ მათ.+ 3 ტაძრის სიმღერები მოთქმად იქცევა იმ დღეს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — ყველგან გვამები ეყრება.+ სიჩუმემ დაისადგუროს!
4 ისმინეთ ეს, თქვენ, ვინც ფეხქვეშ თელავთ ღარიბს
და ბოლოს უღებთ თვინიერთ ამ ქვეყანაში.+
5 ამბობთ: როდის ჩაივლის ახალმთვარობა,+ რომ მარცვლეული გავყიდოთ,
როდის ჩაივლის შაბათი,+
რომ პურეული გამოვიტანოთ გასაყიდად,
რომ შევამციროთ ეფის საწყაო,
მოვუმატოთ შეკელს წონა
და მატყუარა სასწორით ვწონოთ,+
6 რომ ვერცხლით ვიყიდოთ გაჭირვებული,
ღარიბი — წყვილი სანდლის ფასად,+
და უვარგისი მარცვალი გავყიდოთო“.
ადიდდება ნილოსივით,
აღელდება და შემდეგ დაშოშმინდება ეგვიპტის ნილოსივით“.+
ყველას ჯვალოს შემოგახვევთ წელზე
და თავებს გაგიქაჩლებთ.
ისეთ დღეში ჩაგყრით, თითქოს ერთადერთ ვაჟს გლოვობდეთ,
მწარე იქნება ამ დღის ბოლო.
11 მოდის დრო, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, —
როცა შიმშილს მოვუვლენ მიწას,
შიმშილს, მაგრამ არა პურისას
და წყურვილს, მაგრამ არა წყლისას,
არამედ იეჰოვას სიტყვების მოსმენის შიმშილს.+
12 იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე
და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე;
ყველგან დაუწყებენ ძებნას იეჰოვას სიტყვას, მაგრამ ვერსად იპოვიან.
13 იმ დღეს წყურვილისგან გული წაუვათ
ლამაზ ქალწულებსა და ჭაბუკებს,
14 რომლებიც სამარიის+ დანაშაულს იფიცებენ და ამბობენ:
ვფიცავ შენს ღმერთს, დან,+
და ვფიცავ ბეერ-შების+ გზას!
დაეცემიან ისინი და ვეღარ ადგებიან“.+