იოელი
3 „იმ დღეებში, იმ დროს,
როცა დავაბრუნებ იუდადან და იერუსალიმიდან ტყვედ წასხმულთ,+
2 შევკრებ ყველა ხალხს
და ჩავიყვან იეჰოშაფატის* ველზე.
იქ გავასამართლებ მათ+ ჩემი ხალხისა
და ჩემი საკუთრების, ისრაელის გამო,
რადგან ხალხებში გაფანტეს ისინი
და დაინაწილეს ჩემი მიწა.+
4 რას მერჩით, ტვიროსო, სიდონო
და ფილისტიმის მხარეებო?
რაიმესთვის მიხდით სამაგიეროს?
და, თუ ეს ასეა,
უმალ მე მოგიზღავთ მაგიერს.+
5 რაკი წაიღეთ ჩემი ოქრო-ვერცხლი+
და ჩემი განძეული თქვენს ტაძრებში შეიტანეთ,
6 რაკი ბერძნებს მიჰყიდეთ იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნი,+
საკუთარი მიწიდან რომ აგეყარათ ისინი,
7 აი, აღვძრავ მათ, რომ დაბრუნდნენ იქიდან,
სადაც თქვენ გაყიდეთ ისინი,+
და მოგიზღავთ სამაგიეროს.
8 თქვენს ვაჟებსა და ასულებს იუდეველებს მივყიდი,+
ისინი კი შებელებს, შორს მცხოვრებ ხალხს, მიჰყიდიან მათ,
რადგან იეჰოვა ამბობს ამას.
საომრად მოემზადეთ! მოუხმეთ ვაჟკაცებს!
საბრძოლველად დაიძრან მეომრები!+
10 სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ და სასხლავებისგან — შუბები.
უძლურმა თქვას, ძლიერი ვარო.
11 მიდით, ერთმანეთს რომ მიეშველოთ, მეზობლად მცხოვრებო ერებო, შეიკრიბეთ!“+
იეჰოვა, იმ ადგილზე მიიყვანე შენი მეომრები!
12 „აღდგნენ ერები და იეჰოშაფატის ველს მიაშურონ,
რადგან იქ დავჯდები მეზობლად მცხოვრები ერების გასასამართლებლად.+
13 მოიქნიეთ ნამგალი, რადგან მოწეულია მოსავალი!
მოდით, რადგან სავსეა საწნახელი!+
გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა
ხალხთა ბოროტება.
15 მზე და მთვარე დაბნელდება,
აღარ გაანათებენ ვარსკვლავები.
16 სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვა,
იერუსალიმიდან დასჭექს.
17 გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ჩემს წმინდა მთაზე, სიონზე, დამკვიდრებული.+
18 იმ დღეს მთებიდან ჩამოწვეთავს ახალი ღვინო,+
გორებიდან იდინებს რძე
და იუდაში წყლით აივსება ყველა კალაპოტი.
იეჰოვას ტაძრიდან იდინებს წყარო+
და ის მორწყავს აკაციის ხევს.
21 უდანაშაულოდ მივიჩნევ მათ, ვისაც ადრე დამნაშავედ ვთვლიდი;+
მე, იეჰოვა, დავმკვიდრდები სიონში“.+