რიცხვები
23 ბალაამმა ბალაკს უთხრა: „ამიგე აქ შვიდი სამსხვერპლო+ და შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი გამიმზადე“. 2 ბალაკი მაშინვე ბალაამის ნათქვამისამებრ მოიქცა. შესწირეს ბალაკმა და ბალაამმა თითო სამსხვერპლოზე თითო მოზვერი და თითო ვერძი.+ 3 ბალაამმა ბალაკს უთხრა: „შენ აქ დარჩი, დასაწვავ მსხვერპლთან, მე კი წავალ, იქნებ გამომეცხადოს იეჰოვა. რასაც გამიმხელს, გეტყვი“. ადგა ბალაამი და მოტიტვლებულ გორაზე ავიდა.
4 გამოეცხადა ღმერთი ბალაამს.+ ბალაამმა მას უთხრა: „შვიდი სამსხვერპლო ავაგე ერთმანეთის გვერდიგვერდ და თითო სამსხვერპლოზე თითო მოზვერი და თითო ვერძი შევწირე“. 5 დაუდო იეჰოვამ თავისი სიტყვა ბალაამს ბაგეზე და უთხრა:+ „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ჩემი სიტყვა“. 6 ბალაამიც დაბრუნდა და დაინახა, რომ ბალაკი და მოაბის მთავრები დასაწვავ მსხვერპლთან იდგნენ. 7 მან ასეთი იგავი წარმოთქვა:+
„მოაბის მეფემ, ბალაკმა, არამიდან+ ჩამომიყვანა,
აღმოსავლეთის მთებიდან,
მოდი, დამიწყევლეო იაკობი,
მოდი, შერისხეო ისრაელი.+
8 როგორ დავწყევლო ისინი, ვინც ღმერთს არ დაუწყევლია?!
როგორ შევრისხო ისინი, ვინც იეჰოვას არ შეურისხავს?!+
9 კლდის წვერიდან ვხედავ მათ
და გორებიდან ვუმზერ.
განმარტოებით ცხოვრობენ,
სხვა ერებისგან განცალკევებით.+
დაე მართალთა სიკვდილით მოვკვდე
და ჩემი აღსასრული მათ აღსასრულს დაემსგავსოს“.
11 ბალაკმა ბალაამს უთხრა: „ეს რა მიყავი?! ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიყვანე, შენ კი დალოცე!“+ 12 მან მიუგო: „რა, არ უნდა ვთქვა, რასაც იეჰოვა დამიდებს ბაგეზე?!“+
13 ბალაკმა ბალაამს სთხოვა: „კიდევ ერთ ადგილზე წამომყევი, საიდანაც ყველას ვერ დაინახავ, მხოლოდ ნაწილს დაინახავ; იქიდან დამიწყევლე ისინი“.+ 14 წაიყვანა ბალაამი ცოფიმის ველზე, ფისგის წვერზე.+ ააგო შვიდი სამსხვერპლო და თითო სამსხვერპლოზე თითო მოზვერი და თითო ვერძი შესწირა.+ 15 ბალაამმა ბალაკს უთხრა: „დარჩი შენს დასაწვავ მსხვერპლთან, მე კი წავალ და დავეკითხები ღმერთს“. 16 გამოეცხადა იეჰოვა ბალაამს და ბაგეზე დაუდო თავისი სიტყვა:+ „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ჩემი სიტყვა“. 17 ბალაამიც დაბრუნდა და დაინახა, რომ ბალაკი და მოაბის მთავრები დასაწვავ მსხვერპლთან იდგნენ. ბალაკმა მას ჰკითხა: „რა გითხრა იეჰოვამ?“ 18 მან ასეთი იგავი წარმოთქვა:+
„ადექი, ბალაკ! მომისმინე!
ციფორის ძეო, ყური დამიგდე!
თქვას და არ გააკეთოს,
პირობა დადოს და არ შეასრულოს.+
21 არ იწყნარებს იგი იაკობის წინააღმდეგ ჯადოქრობას
და არც გასაჭირისთვის იმეტებს ისრაელს.
მათი ღმერთი იეჰოვაა მათთან,+
და განდიდებულია იგი მათ შორის როგორც მეფე.
22 ღმერთმა ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა;+
იგი მათთვის გარეული ხარის რქასავითაა.+
ახლა იტყვიან იაკობსა და ისრაელზე,
ნახეთ, რა მოიმოქმედაო ღმერთმა!
არ დაწვება, სანამ მსხვერპლს არ შეჭამს
და სანამ მის სისხლს არ დალევს“.
25 ბალაკმა ბალაამს უთხრა: „თუ ვერ დაწყევლი, მაშინ ნუღარც დალოცავ“. 26 ბალაამმა მიუგო: „ხომ გითხარი, რასაც იეჰოვა მეტყვის, მხოლოდ იმას გავაკეთებ-მეთქი!“+
27 ბალაკმა ბალაამს სთხოვა: „კიდევ ერთ ადგილზე წაგიყვან; იქნებ ჭეშმარიტმა ღმერთმა იქიდან მაინც დაგაწყევლინოს ისინი“.+ 28 აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეორის წვერზე, რომელიც იეშიმონს* გადაჰყურებს.+ 29 ბალაამმა ბალაკს უთხრა: „ააგე აქ შვიდი სამსხვერპლო და შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი გამიმზადე“.+ 30 ბალაკიც ბალაამის ნათქვამისამებრ მოიქცა და თითო სამსხვერპლოზე თითო მოზვერი და თითო ვერძი შესწირა.