რიცხვები
24 მიხვდა ბალაამი, რომ იეჰოვას ისრაელის კურთხევა სურდა; ამიტომ აღარ წავიდა სამისნოდ+ და უდაბნოსკენ შეტრიალდა. 2 როცა გაიხედა ბალაამმა და ტომებად განლაგებული ისრაელი დაინახა,+ ღვთის სული გადმოვიდა მასზე+ 3 და ასეთი იგავი წარმოთქვა:+
„სიტყვა ბალაამისა, ბეორის ვაჟისა,
რომელმაც თვალი გაახილა,
4 რომელმაც ღვთის ნათქვამი გაიგონა,
რომელსაც ყოვლისშემძლისგან ხილვა ჰქონდა,
რომელიც თვალგახელილი პირქვე დაემხო:+
როგორც არწივის ხეები, იეჰოვას დარგული,
როგორც კედრები წყლის პირას.
7 მოედინება წყალი მისი ორი ჭურჭლიდან,
მისი თესლი უხვ წყლებთანაა+ დათესილი.
მისი მეფე+ აგაგზე აღმატებული იქნება+
და მისი სამეფო აღორძინდება.+
8 ღმერთმა ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა;
იგი მათთვის გარეული ხარის რქასავითაა.
ის შთანთქავს ხალხებს, თავის მჩაგვრელებს,+
ძვლებს დაუღრღნის და ისრებით განგმირავს.
9 ჩაიმუხლა, ლომივით გაწვა,
ვინ წამოაგდებს მას?!
დალოცვილია, ვინც გლოცავს,
და დაწყევლილია, ვინც გწყევლის“.+
10 განრისხდა ბალაკი ბალაამზე, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა: „ჩემი მტრის დასაწყევლად მოგიყვანე,+ შენ კი სამივეჯერ დალოცე. 11 საიდანაც მოსულხარ, იქ წადი. შენი პატივისცემა მინდოდა,+ მაგრამ იეჰოვამ არ ინდომა“.
12 ბალაამმა ბალაკს მიუგო: „ხომ ვუთხარი შენ გამოგზავნილ მაცნეებს, 13 ბალაკმა თავისი სახლიც რომ მომცეს, ოქრო-ვერცხლით სავსე, მაინც ვერ გადავალ-მეთქი იეჰოვას ბრძანებას; ჩემი ნებით ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი და ვერც ცუდს. რასაც იეჰოვა მეტყვის, მხოლოდ იმას ვიტყვი-მეთქი.+ 14 ახლა დავბრუნდები ჩემს ხალხთან, წასვლამდე კი გეტყვი, რას დამართებს ეს ხალხი შენს ხალხს“. 15 მან ასეთი იგავი წარმოთქვა:+
„სიტყვა ბალაამისა, ბეორის ვაჟისა,
რომელმაც თვალი გაახილა,+
16 რომელმაც ღვთის ნათქვამი გაიგონა,
რომელსაც უზენაესის ცოდნა აქვს,
რომელსაც ყოვლისშემძლისგან ხილვა ჰქონდა,
რომელიც თვალგახელილი პირქვე დაემხო:
17 ახლა ვერ ვხედავ მას, მაგრამ დავინახავ;
ვიხილავ მას, მაგრამ არა ახლა.
მოაბს შუბლს დაულეწავს+
და გაპარტახების ძეებს — თავის ქალას.
20 ამალეკი რომ დაინახა, განაგრძო იგავი:
21 კენიელები+ რომ დაინახა, კვლავ განაგრძო იგავი:
„უსაფრთხოა შენი საცხოვრებელი, კლდეზეა შენი სამყოფელი.
22 მაგრამ გადაწვავენ კაინს.
განა რამდენი ხანი დაგრჩა ასურეთის ტყვეობაში ჩავარდნამდე?!“
23 კვლავ განაგრძო იგავი:
„ვაი! ვინ გადარჩება, როცა ღმერთი მოიმოქმედებს ამას?!
მაგრამ თავადაც დაიღუპება“.
25 ამის შემდეგ ადგა ბალაამი+ და გზას გაუდგა. ბალაკიც გაუდგა თავის გზას.