ესაია
23 ტვიროსისთვის გამოტანილი განაჩენი:+
იღრიალეთ, თარშიშის ხომალდებო!+
განადგურდა ნავსადგური; ვეღარავინ შევა მასში.
ქითიმის მიწაზე+ ემცნოთ ეს მათ.
2 დადუმდით, ზღვისპირეთის მკვიდრნო!
გაგამდიდრეს სიდონელმა+ ვაჭრებმა, ზღვას რომ კვეთენ.
3 მრავალ წყალს გადიოდა შიხორის*+ მარცვლეული
და ნილოსის დოვლათი, ტვიროსის შემოსავალი,
მოგება რომ მოჰქონდა ერებისთვის.+
4 შერცხვი, სიდონო, ზღვის ციხესიმაგრევ,
რადგან ასე ამბობს ზღვა:
„არ მქონია მშობიარობის ტკივილები და არ მიმშობიარია,
არც ვაჟები და ქალიშვილები დამიზრდია“.+
6 გადადით თარშიშში,
იღრიალეთ, ზღვისპირეთის მკვიდრნო!
7 განა ეს არის თქვენი ქალაქი, დასაბამიდანვე,
ძველი დროიდანვე რომ მხიარულობდა?!
საკუთარი ფეხით რომ მიემართებოდა შორეული ქვეყნებისკენ იქ დასასახლებლად.
8 ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს,
გვირგვინთა მბოძებელს,
რომლის ვაჭრებიც მთავრები იყვნენ,
ხოლო დიდვაჭრები — მთელ დედამიწაზე პატივდებულნი?!+
9 ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ გადაწყვიტა ეს,
რომ ბოლო მოეღო მისი მშვენებისა და თავმომწონეობისთვის
და დაემცირებინა მთელ დედამიწაზე პატივდებულნი.+
10 მდინარე ნილოსივით გადაუარე შენს ქვეყანას, თარშიშის ასულო!
არცერთი ნავსაშენი* აღარ არსებობს.+
11 ხელი გაიწოდა ზღვაზე,
შეარყია სამეფოები.
იეჰოვამ ბრძანა ფინიკიის ციხესიმაგრეების მოსპობა.+
ადექი, გადადი ქითიმში,+
თუმცა ვერც იქ პოვებ სიმშვიდეს!“
ამ ხალხმა, და არა ასურელებმა,+
აქციეს ის უდაბნოს ბინადართა სამკვიდროდ.
15 იმ დღეს დაივიწყებენ ტვიროსს 70 წლით,+ რაც ერთი მეფის სიცოცხლის წლებია. 70 წლის ბოლოს ტვიროსს დაემართება ის, რაც მეძავის შესახებ სიმღერაშია ნათქვამი:
16 „აიღე ქნარი და გარს შემოუარე ქალაქს, დავიწყებულო მეძავო!
კარგად დაუკარი ქნარზე,
ბევრი იმღერე,
რომ გაგიხსენონ“.
17 მოხედავს იეჰოვა ტვიროსს 70 წლის ბოლოს; კვლავ მიიღებს თავის გასამრჯელოს და იმეძავებს დედამიწის ყველა სამეფოსთან. 18 მისი მოგება და გასამრჯელო წმინდა გახდება იეჰოვასთვის. არ შეინახება, არც დაგროვდება, რადგან მისი გასამრჯელო იეჰოვას ხალხისთვის იქნება, რომ გაძღნენ და კოხტად შეიმოსონ.+