ესაია
29 „ვაი არიელს*! არიელს, ქალაქს,
3 შენ გარშემო დავბანაკდები,
წვეტიანი ბოძებით მესერს შემოგავლებ და ალყაში მოგაქცევ,
საალყო ნაგებობებს აღვმართავ შენ წინააღმდეგ.+
ეს უეცრად, მოულოდნელად მოხდება.+
6 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მოგხედავს
და გიხსნის ქუხილით, მიწისძვრითა და დიდი ხმით,
ქარიშხლით, გრიგალითა და შთამნთქმელი ცეცხლის ალით“.+
მის წინააღმდეგ აღმართული საალყო კოშკები
და მისი შემავიწროებლები,
სიზმარს, ღამეულ ხილვას დაემსგავსებიან.
8 როგორც მშიერს ესიზმრება, რომ ჭამს,
მაგრამ მშიერი იღვიძებს,
და როგორც მწყურვალს ესიზმრება, რომ სვამს,
მაგრამ ძალაგამოცლილი და მწყურვალი იღვიძებს,
ასე დაემართება სიონის მთის წინააღმდეგ გალაშქრებულ
იმ ხალხთა მთელ ბრბოს.+
დამთვრალან ისინი, მაგრამ არა ღვინით;
ბარბაცებენ, მაგრამ არა სასმლისგან.
11 თქვენთვის ყველა ხილვა ბეჭედდასმულ წიგნში+ ჩაწერილი სიტყვებივითაა; მისცემენ მას წერა-კითხვის მცოდნეს და სთხოვენ, ხმამაღლა წაიკითხეო, ის კი იტყვის, არ შემიძლია, რადგან ბეჭედდასმულიაო. 12 შემდეგ წიგნს წერა-კითხვის უცოდინარს მისცემენ, და ახლა მას სთხოვენ, ხმამაღლა წაიკითხეო, ის კი უპასუხებს, წერა-კითხვა არ ვიციო.
13 იეჰოვა ამბობს: „ეს ხალხი მიახლოვდება თავისი პირით,
მხოლოდ ბაგით მადიდებენ,+
გულით კი შორს არიან ჩემგან;
ადამიანთა მოგონილი წესების დაცვა ჩემდამი მოშიშება ჰგონიათ,+
14 ამიტომ კვლავ საოცრებას დავმართებ ამ ხალხს,+
საოცრებას — საოცრებაზე;
მათ ბრძენთა სიბრძნეს ბოლო მოეღება
და გონიერთ გონიერება აღარ შერჩებათ!“+
სიბნელეში რომ ახორციელებენ თავიანთ განზრახვას
და ამბობენ, ვინ გვხედავს,
ვინ იცისო ჩვენი ამბავი.+
16 რატომ აუკუღმართებთ ყველაფერს?
განა თიხა მეთუნის თანასწორად ჩაითვლება?!+
განა იტყვის შექმნილი თავის შემქმნელზე,
მას არ შევუქმნივარო?!+
განა იტყვის გამოსახული თავის გამომსახველზე,
გონიერება არა აქვსო?!+
20 რადგან ბოლო მოეღება სასტიკ მმართველს
და მოისპობა მკვეხარა.
განადგურდება ყველა, ვინც საბოროტოდაა მომართული,+
21 ვინც ცილს სწამებს სხვას,
ვინც მახეს უგებს კარიბჭესთან სამართლის მძებნელს,+
ვინც ცრუობს და სამართალს უმრუდებს მართალს.+
22 ამიტომ აი, რას ეუბნება იეჰოვა, აბრაამის+ გამომსყიდველი, იაკობის შთამომავლობას:
„მეტად აღარ შერცხვება იაკობი,
და აღარ გაუფითრდება სახე,+
23 რადგან დაინახავს თავის შვილებს,
ჩემს ნახელავს თავის წიაღში,+
რომლებიც განწმენდენ ჩემს სახელს;
განწმენდენ იაკობის წმინდას
და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ.+
24 გზასაცდენილნი გონიერებას შეიძენენ
და მომჩივანნი ყურად იღებენ დარიგებას“.