ესაია
38 იმ დროს მძიმედ დასნეულდა ხიზკია და სიკვდილის პირას იყო.+ მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია,+ ამოცის ძე, და უთხრა: «აი, რას ამბობს იეჰოვა: „მიეცი მითითებები შენს სახლეულობას, რადგან მოკვდები, ვერ გამოჯანმრთელდები!“»+ 2 მაშინ კედლისკენ იბრუნა პირი ხიზკიამ და ლოცვით მიმართა იეჰოვას: 3 „გევედრები, იეჰოვა, გაიხსენე,+ როგორ გემსახურებოდი ერთგულებითა და მთელი გულით,+ და კარგს რომ ვაკეთებდი შენს თვალში“, და მწარედ ატირდა ხიზკია.
4 იეჰოვას სიტყვა ეუწყა ესაიას: 5 «დაბრუნდი და უთხარი ხიზკიას,+ ასე ამბობს-თქო იეჰოვა, შენი წინაპრის, დავითის, ღმერთი: „შევისმინე შენი ლოცვა+ და დავინახე შენი ცრემლები;+ გაგიხანგრძლივებ სიცოცხლეს 15 წლით+ 6 და დაგიხსნით ასურეთის მეფის ხელიდან შენც და ამ ქალაქსაც; დავიცავ ამ ქალაქს.+ 7 ეს იქნება ნიშანი შენთვის იეჰოვასგან, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის ნათქვამს:+ 8 აი, ახაზის კიბეზე* მზის ჩრდილს ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან“».+ ჩრდილიც დაბრუნდა კიბეზე უკან ათი საფეხურით.
9 აი, რა დაწერა იუდას მეფე ხიზკიამ მაშინ, როცა დაავადდა და გამოჯანმრთელდა:
წამერთმევა დარჩენილი წლები.
11 ვთქვი: ვეღარ ვიხილავ იაჰს*, იაჰს ამ ცისქვეშეთში.+
ვეღარ დავინახავ კაცთა მოდგმას,
როცა სიკვდილის ქვეყნის მკვიდრებს შორის აღმოვჩნდები.
როგორც მქსოველმა ქსოვილი, ისე გადავახვიე ჩემი სიცოცხლე.
გადამჭრა მან ქსელის ძაფებივით,
დილიდან დაღამებამდე მიღებს ბოლოს.+
13 დილამდე ვიმშვიდებ თავს.
ის ლომივით მიმტვრევს ძვლებს,
დილიდან დაღამებამდე მიღებს ბოლოს.+
დაღლილი თვალებით შევყურებ ზეცას:+
იეჰოვა, შავ დღეში ვარ,
მხარში ამომიდექი!+
15 რა ვთქვა?!
ის მელაპარაკა და მან იმოქმედა.
ჩემი გასაჭირის გამო
თავმდაბლად გავლევ დარჩენილ წლებს.
შენ განმკურნავ და მაცოცხლებ.+
ზურგს უკან მოისროლე ყველა ჩემი ცოდვა.+
საფლავში ჩამავალთ ვერ ექნებათ შენი ერთგულების იმედი.+
19 ცოცხალს, მხოლოდ ცოცხალს შეუძლია შენი განდიდება,
როგორც მე განგადიდებ დღეს.
მამა ასწავლის თავის ვაჟებს შენი ერთგულების შესახებ.+
მთელი ჩვენი სიცოცხლე იეჰოვას ტაძარში“.+
21 თქვა ესაიამ: „მოიტანეთ ლეღვის კვერი* და დაადეთ წყლულზე, რომ გამოკეთდეს!“+ 22 მანამდე ხიზკიამ იკითხა: „რა იქნება იმის ნიშანი, რომ მივალ იეჰოვას ტაძარში?“+