გუნდის ხელმძღვანელს: მუთ-ლაბენი. დავითის საგალობელი.
א [ალეფ]
9 მთელი გულით შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,
და შენს ყველა გასაოცარ საქმეზე ვილაპარაკებ!+
2 შენით ვიხარებ და ვიმხიარულებ,
შენს სახელს ვუგალობებ, უზენაესო!+
ב [ბეთ]
3 უკან დაიხევენ ჩემი მტრები,+
წაბორძიკდებიან და დაიღუპებიან შენ წინაშე,
4 რადგან შენ ხარ ჩემი ქომაგი სასამართლოზე,
ზიხარ შენს ტახტზე და სამართლიანად ასამართლებ.+
ג [გიმელ]
5 შენ გაკიცხე ხალხები+ და გაანადგურე ბოროტი,
ერთხელ და სამუდამოდ მოსპე მათი სახსენებელი.
6 სამარადჟამოდ მოისპო მტერი,
შენ აღგავე მათი ქალაქები;
მოისპობა მათი სახსენებელი.+
ה [ჰე]
7 იეჰოვა კი მარადიულად იჯდება ტახტზე,+
სამართლის აღსასრულებლად განიმტკიცა ტახტი.+
8 ის სამართლიანად გაასამართლებს დედამიწის მკვიდრთ;+
სამართლიანად განიკითხავს ერებს.+
ו [ვავ]
9 იეჰოვა იქნება თავშესაფარი ჩაგრულთათვის,+
საიმედო თავშესაფარი გაჭირვების ჟამს.+
10 შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი,+
იეჰოვა, შენ არასდროს მიატოვებ შენს მაძიებელთ!+
ז [ზაინ]
11 უგალობეთ იეჰოვას, სიონში დამკვიდრებულს!
აუწყეთ ხალხებს მისი საქმეები!+
12 ემახსოვრება ჩაგრულნი და შურს იძიებს მათი სისხლის გამო,+
არ დაივიწყებს მათ ღაღადს.+
ח [ხეთ]
13 შენ, იეჰოვა, რომელსაც გამოგყავარ სიკვდილის კარიბჭეებიდან,
დაინახე, როგორ შემაჭირვეს ჩემმა მოძულეებმა და წყალობა მიყავი,+
14 რათა ვაუწყო შენი სანაქებო საქმეები სიონის ასულის კარიბჭეებთან
და გავიხარო,+ რადგან შენ ხარ ჩემი მხსნელი!+
ט [ტეთ]
15 თავიანთივე ამოთხრილ ორმოში ჩაცვივდნენ ხალხები,
თავიანთივე დაგებულ ბადეში გაებათ ფეხი.+
16 იეჰოვა ცნობილია, როგორც განაჩენთა აღმსრულებელი.+
ბოროტი თავისივე საქმეებმა გააბა მახეში.+
(ჰიგაიონი. სელა)
י [ჲოდ]
17 სამარეში ჩავა ბოროტი ხალხი,
ყველა ერი, რომელმაც ღმერთი დაივიწყა,
18 საწყალი კი არ იქნება ყოველთვის დავიწყებული,+
არ გაქარწყლდება თვინიერთა იმედი.+
כ [ქაფ]
19 აღდექ, იეჰოვა! ნუ გაამარჯვებინებ მოკვდავ კაცს,
გასამართლდნენ ხალხები შენ წინაშე!+
20 შიშის ზარი დაეცი მათ, იეჰოვა,+
დაე იცოდნენ ხალხებმა, რომ უბრალო მოკვდავნი არიან! (სელა)