ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. მასქილი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა ედომელი დოეგი მივიდა საულთან და უთხრა, რომ დავითი ახიმელექის სახლში იყო მისული.+
52 რატომ იკვეხნი შენი ბოროტებით, ძლევამოსილო?+
ღვთის ურყევი სიყვარული* მთელი დღე ვლინდება.+
3 სიკეთეზე მეტად ბოროტება გიყვარს
და სიმართლეზე მეტად — სიცრუის ლაპარაკი. (სელა)
4 გიყვარს საზიანო სიტყვებით საუბარი, ცბიერო ენავ!
5 ღმერთი დაგცემს ერთხელ და სამუდამოდ;+
ხელს გტაცებს და გამოგათრევს შენი კარვიდან;+
ამოგძირკვავს ამ ცისქვეშეთიდან!+ (სელა)
6 მართლები დაინახავენ ამას და შეეშინდებათ,+ დასცინებენ მას.+
7 „აი კაცი, რომელიც ღმერთს არ აფარებდა თავს,+
თავის სიმდიდრეზე ამყარებდა იმედს+
და თავის მზაკვრულ ზრახვებზე იყო დანდობილი“.