დავითის ფსალმუნი.
א [ალეფ]
25 შენ მოგმართავ, იეჰოვა!
ב [ბეთ]
2 შენ გენდობი, ჩემო ღმერთო.+
ნუ შემარცხვენ+
და ნუ გაახარებ ჩემს მტრებს ჩემი უბედურებით!+
ג [გიმელ]
3 არცერთი შენი მოიმედე არ შერცხვება,+
ისინი შერცხვებიან, ვინც ვერაგულად ექცევიან უდანაშაულოს.+
ד [დელეთ]
4 მაუწყე შენი გზები, იეჰოვა,+
მასწავლე შენი ბილიკებით სიარული!+
ה [ჰე]
5 მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე,+
რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი მხსნელი.
ו [ვავ]
დღემუდამ შენზე ვარ მონდობილი.
ז [ზაინ]
6 გაიხსენე, იეჰოვა, შენი წყალობა და სიყვარული,+
ოდითგანვე რომ იჩენ.+
ח [ხეთ]
7 ნუ გამიხსენებ ახალგაზრდობის დროინდელ ცოდვებსა და ურჩობას.
შენი ურყევი სიყვარულის გამო გამიხსენე,+
რადგან კეთილი ხარ, იეჰოვა!+
ח [ტეთ]
8 კეთილი და მართალია იეჰოვა,+
ამიტომაც სწორი გზით სიარულს ასწავლის ცოდვილთ.+
י [ჲოდ]
9 ის წაუძღვება თვინიერებს, რომ სიმართლით იარონ,+
თავის გზას ასწავლის მათ.+
כ [ქაფ]
10 იეჰოვა ყველა თავის გზაზე ურყევ სიყვარულსა და ერთგულებას იჩენს მათ მიმართ,
ვინც იცავს მის შეთანხმებასა+ და მითითებებს.+
ל [ლამედ]
11 იეჰოვა, შენი სახელის გულისთვის,+
მაპატიე ჩემი დანაშაული, თუმცა დიდია იგი.
מ [მემ]
12 ვინ არის იეჰოვას მოშიში კაცი?+
მას ასწავლის ის, თუ რა გზას დაადგეს.+
נ [ნუნ]
13 არაფერი მოაკლდება მას,+
მისი შთამომავლობა დედამიწას დაიმკვიდრებს.+
ס [სამეხ]
14 იეჰოვას მეგობრები მისი მოშიშები არიან,+
მათ უმხელს ის თავის შეთანხმებას.+
ע [აინ]
15 თვალები მუდამ იეჰოვასკენ მაქვს მიპყრობილი,+
რადგან ის გამითავისუფლებს ფეხს ბადიდან.+
פ [ფე]
16 მომხედე და წყალობა მიყავი,
რადგან მარტოსული და უმწეო ვარ.
צ [ცადე]
17 მწუხარებით ამევსო გული,+
თავი დამაღწევინე სატკივარს.
ר [რეშ]
18 დაინახე ჩემი ჩაგვრა და გასაჭირი,+
მომიტევე ყველა ცოდვა.+
19 ნახე, როგორ მომიმრავლდნენ მტრები,
როგორ მომიძულეს მათ.
ש [შინ]
20 დამიცავი და მიხსენი.+
ნუ შევრცხვები, მე ხომ შენ შეგაფარე თავი!
ת [თავ]
21 ჩემმა უმწიკვლობამ და სიმართლემ დამიცვას,+
რადგან შენზე ვარ მონდობილი.+
22 ღმერთო, დაიხსენი ისრაელი ყველა გასაჭირისგან!