ოსია
3 იეჰოვამ მითხრა: „კიდევ წადი და შეიყვარე ქალი, სხვა კაცს რომ უყვარს და მრუშობს,+ ისე შეიყვარე, როგორც იეჰოვას უყვარს ისრაელები,+ რომელნიც სხვა ღმერთებს სცემენ თაყვანს+ და რომელთაც ქიშმიშის კვერები* უყვართ“.
2 გამოვისყიდე ის 15 ვერცხლად და ერთ-ნახევარ ხომერ* ქერად. 3 შემდეგ ვუთხარი: „დიდხანს დარჩები ჩემთან. ნუღარ იმრუშებ, სხვა კაცისა ნუ გახდები და მეც არ გაგეკარები“.
4 ეს იმიტომ, რომ ისრაელები დიდი ხნით იცხოვრებენ მეფის,+ მთავრის, მსხვერპლის, სათაყვანო სვეტების, ეფოდისა+ და თერაფიმების*+ გარეშე. 5 მერე დაბრუნდებიან ისრაელები და ძებნას დაუწყებენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს,+ და დავითს, თავიანთ მეფეს.+ უკანასკნელ დღეებში ცახცახით მივლენ იეჰოვასთან მისი წყალობის მოსაპოვებლად.+