მიქა
განა არ უნდა იცოდეთ, რა არის სამართალი?!
ტყავს აძრობთ,
ძვლებს უმტვრევთ და უქუცმაცებთ,+
გეგონება, ქვაბში ძვლები უნდა მოხარშოთ
და ქოთანში — ხორცი.
4 მაშინ საშველად მოუხმობენ იეჰოვას,
მაგრამ ის არ უპასუხებს მათ;
რომელნიც კბილებით რაღაცას ძიძგნიან+ და თან გაიძახიან, მშვიდობააო,+
მაგრამ ვინც პირში არაფერს ჩაუდებს მათ, ომს უცხადებენ:
ჩაესვენება მზე წინასწარმეტყველთა თავზე
და დღე დაუბნელდებათ.+
პირს აიკრავს ყოველი მათგანი,
რადგან პასუხს ვერ მიიღებენ ღვთისგან“».
8 იეჰოვას სულმა ამავსო ძალით,
სამართლიანობითა და ძლიერებით,
რათა გავაგებინო იაკობს, რომ ურჩობს, და ისრაელს, რომ ცოდვას სჩადის.
9 ისმინეთ, იაკობის თავკაცებო
და ისრაელის მეთაურებო,+
სამართალი რომ გძულთ და
სწორს რომ ამრუდებთ,+
10 სისხლის ღვრით რომ აშენებთ სიონს
და უმართლობით — იერუსალიმს.+
11 მისი თავკაცები გასამართლებაში ქრთამს იღებენ,+
მისი მღვდლები საფასურის სანაცვლოდ ასწავლიან+
და მისი წინასწარმეტყველები მკითხაობაში იღებენ ფულს.+
თუმცა მაინც იეჰოვას იმედი აქვთ და ამბობენ,
იეჰოვა ჩვენთანაა+
და უბედურება არ გვეწევაო.+