ფსალმუნები
2 აღდექ, დედამიწის მოსამართლევ!+
საკადრისი მიუზღე ამპარტავნებს.+
4 უთავბოლოდ და ამპარტავნულად ლაპარაკობენ;
ყველა ავისმქნელი საკუთარი თავით ტრაბახობს.
6 ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ,
9 განა ვერ გაიგონებს ყურის შემქმნელი,
ანდა ვერ დაინახავს თვალის შემოქმედი?!+
10 განა ვერ შეგაგონებთ ერების შემაგონებელი,+
ის, ვინც ცოდნას აძლევს ადამიანებს?!+
12 იაჰ*, ბედნიერია კაცი, რომელსაც შეცდომაზე მიუთითებ+
და რომელსაც შენს კანონს ასწავლი,+
13 რომ მშვიდად ამყოფო გაჭირვების ჟამს,
სანამ ორმო ითხრება ბოროტისთვის.+
15 კვლავ იზეიმებს სამართალი
და ყველა გულმართალი დაიცავს მას.
16 ვინ აღუდგება წინ ბოროტს ჩემი გულისთვის?
ვინ ამომიდგება მხარში ავისმქნელთა წინააღმდეგ?
18 როცა ვთქვი, ფეხი დამიცდება-მეთქი,
იეჰოვა, შენი ურყევი სიყვარულით* განმამტკიცე.+
23 მათვე დაატეხს თავს მათ ბოროტებას.+
მათივე ბოროტებით მოუღებს ბოლოს,
ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, მოუღებს ბოლოს მათ!+