იერემია
22 აი, რას ამბობს იეჰოვა: «წადი იუდას მეფის სასახლეში და იქ წარმოთქვი ეს სიტყვა; 2 გადაეცი დავითის ტახტზე მჯდომ იუდას მეფეს, მოისმინე იეჰოვას სიტყვა შენს მსახურებთან და შენს ხალხთან ერთად, რომლებიც ამ კარიბჭეებში შემოდიან-თქო. 3 აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „დადექით სამართლისა და სიმართლის მხარეს, გამომძალველის ხელიდან იხსენით გაძარცული; ცუდად ნუ მოექცევით თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელს, ნურაფერს დაუშავებთ ქვრივ-ობოლს+ და ნუ დაღვრით უდანაშაულო სისხლს ამ ადგილზე.+ 4 თუ გულდასმით შეასრულებთ ამ სიტყვას, მაშინ ამ სასახლის კარიბჭეებში შემოვლენ დავითის ტახტზე მსხდომი მეფეები,+ ეტლებსა და ცხენებზე ამხედრებულნი, თავიანთ მსახურებთან და თავიანთ ხალხთან ერთად.+
5 მაგრამ, თუ არ შეასრულებთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს იეჰოვა, — გაპარტახდება ეს სასახლე“.+
მაგრამ უდაბნოდ გაქცევ;
ყველა შენი ქალაქი გაუკაცრიელდება.+
გაგიჩეხენ საუკეთესო კედრებს
და ცეცხლს მისცემენ.+
8 მრავალი ერი ჩაუვლის ამ ქალაქს და ერთმანეთს ჰკითხავს, რატომ მოექცაო იეჰოვა ასე ამ დიდ ქალაქს?+ 9 ისინი უპასუხებენ, იმიტომ, რომ არ დაიცვეს თავიანთი ღვთის, იეჰოვას, შეთანხმება, სხვა ღმერთების წინაშე პირქვე ემხობოდნენ და მათ ემსახურებოდნენო“.+
10 ნუ იგლოვებთ მკვდარს,
ნუ დაიტირებთ მას;
გადასახლებული იგლოვეთ,
რადგან აღარასოდეს დაბრუნდება შინ და ვეღარ იხილავს სამშობლოს.
11 აი, რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფე შალუმზე*,+ იოშიას ძეზე, რომელიც მამამისის, იოშიას+ ნაცვლად მეფობს და გადასახლებაშია: „ის ვეღარასოდეს დაბრუნდება. 12 იქ მოკვდება, სადაც გადაასახლეს, და ვეღარასოდეს იხილავს ამ მიწას“.+
13 „ვაი მას, ვინც უსამართლოდ იშენებს სახლს
და ზედა ოთახებს,
ვინც მუქთად ამუშავებს თავის მოძმეს
და გასამრჯელოს არ უხდის,+
14 ვინც ამბობს, დიდ სახლს ავიშენებ
განიერი ზედა ოთახებით.
სარკმლებს გავუკეთებ,
კედრით მოვაპირკეთებ და წითლად შევღებავო.
15 კედრით რომ მოგაქვს თავი, გგონია, კვლავ იმეფებ?!
16 ის ესარჩლებოდა საწყალსა და ღარიბს სასამართლოში
და ემართებოდა კიდეც ხელი.
განა ეს იმის დასტური არაა, რომ მიცნობდა?! — ამბობს იეჰოვა. —
17 შენ კი თვალი და გული უპატიოსნო შემოსავლისკენ
და უდანაშაულო სისხლის ღვრისკენ მიგიწევს;
დღემუდამ იმას ლამობ, ვინმეს რამე გამოსტყუო და გამოსძალო“.
ვაი, ჩემო ძმაო, ვაი, ჩემო დაოო!
არ იგლოვებენ მას,
ვაი, ბატონო, ვაი მის სიდიადესო!
20 „ადი ლიბანზე და იყვირე,
აღიმაღლე ხმა ბაშანში!
იყვირე აბარიმიდან,+
რადგან შეიმუსრნენ შენი ვნებიანი საყვარლები!+
21 მაშინ დაგელაპარაკე, როცა თავს დაცულად გრძნობდი,
შენ კი მითხარი, არ დაგემორჩილებიო.+
ახალგაზრდობიდან ასეთი იყავი,
არ მემორჩილებოდი.+
მაშინ შერცხვები და დამცირდები მთელი შენი უბედურების გამო.
კედრებში+ დაბუდებულო,
ო, რა ოხვრას მოჰყვები, როცა ტკივილები დაგეწყება,
ისეთი ტკივილები, როგორიც მშობიარე ქალს აქვს!“»+
24 «ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს იეჰოვა, — ქონია*,+ იუდას მეფეო, იეჰოიაკიმის+ ძეო, ბეჭედიც* რომ ყოფილიყავი ჩემს მარჯვენაზე, მაინც წაგიძრობდი! 25 მათ ხელში ჩაგაგდებ, ვინც შენს მოკვლას ლამობს, ვისიც გეშინია, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისა და ქალდეველთა ხელში.+ 26 შენც და შენს მშობელ დედასაც იმ ქვეყანაში მოგისვრით, სადაც არ დაბადებულხართ; იქ დაიხოცებით. 27 ვერასოდეს დაბრუნდებიან იმ ქვეყანაში, საითაც გული მიუწევთ.+
28 ნუთუ დამსხვრეული და უსარგებლო ქოთანია ეს კაცი, ქონია,
არასასურველი ჭურჭელი?!
რატომ არიან ის და მისი შთამომავლები გადაყრილნი
და მოსროლილნი უცხო ქვეყანაში?+
29 დედამიწავ, დედამიწავ, დედამიწავ, ისმინე იეჰოვას სიტყვა!
30 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ჩაწერეთ ეს კაცი, როგორც უშვილო,
კაცი, რომელსაც თავის სიცოცხლეში ხელი არ მოემართება.
არც მისი შთამომავლებიდან მოემართება ვინმეს ხელი,
დავითის ტახტზე რომ დაჯდეს და იმეფოს იუდაში“».+