იერემია
ნიშნის მისაცემად ცეცხლი დაანთეთ ბეთ-ჰაქერემში,
რადგან უბედურება მოდის ჩრდილოეთიდან, დიდი უბედურება.+
2 სიონის ასული მშვენიერ და ნებიერ ქალს ჰგავს.+
3 მასთან მივლენ მწყემსები თავიანთ ფარებთან ერთად.
4 თქვეს: „მოემზადეთ მასთან საბრძოლველად!
ადექით, თავს დავესხათ მას შუადღისას!“
მიუგეს: „ვაი ჩვენს თავს, საღამო ახლოვდება
და იზრდება ჩრდილები!“
6 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:
„მოჭერით ხეები, გააკეთეთ მიწაყრილი და შეუტიეთ იერუსალიმს.+
პასუხი უნდა აგოს ამ ქალაქმა,
რადგან სავსეა ძალადობით.+
7 როგორც ჭა ინახავს ცივად წყალს,
ისე ინახავს ცივად ის თავის ბოროტებას.
ძალადობისა და განადგურების ხმა ისმის იქ;+
მუდამ ავადმყოფობასა და უბედურებას ვხედავ.
8 გამოსწორდი, იერუსალიმო, თორემ შეგიზიზღებ და ზურგს შეგაქცევ,+
გაგაპარტახებ და უკაცრიელ მიწად გაქცევ!“+
9 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:
„გადარჩენილ ისრაელებს ვენახში აქა-იქ შერჩენილი ყურძენივით გამოკრეფენ.
კიდევ გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის ხელს ვაზისკენ“.
10 „ვის ველაპარაკო და ვინ გავაფრთხილო?!
ვინ მომისმენს?!
დახშული* აქვთ ყურები და არაფერი ესმით.+
არაფრად აგდებენ იეჰოვას სიტყვას,+
არ სიამოვნებთ.
„გადმოანთხიე ქუჩაში მყოფ ბავშვებზე+
და ერთად შეკრებილ ყმაწვილებზე.
ყველას დაატყვევებენ, კაცსაც და მის ცოლსაც,
ხანში შესულსაც და ღრმად მოხუცებულსაც.+
ხელს აღვმართავ ამ ქვეყნის მკვიდრებზე, — ამბობს იეჰოვა. —
13 ყველა უპატიოსნოდ იხვეჭს ქონებას, განურჩევლად ყველა.+
ყველანი გამომძალველები არიან, წინასწარმეტყველით დაწყებული მღვდლით დამთავრებული.+
14 ზერელედ მკურნალობენ ჩემი ხალხის მოტეხილობას, ამბობენ,
მშვიდობაა, მშვიდობააო,
მაშინ როცა არ არის მშვიდობა.+
15 განა რცხვენიათ, სისაძაგლე რომ ჩაიდინეს?!
არ რცხვენიათ!
ვერც იმას ხვდებიან, რომ თავი უნდა დაიმდაბლონ;+
ამიტომ დაცემულთა შორის აღმოჩნდებიან.
როცა დავსჯი მათ, წაიბორძიკებენ“, — ამბობს იეჰოვა.
16 აი, რას ეუბნება მათ იეჰოვა:
„გაჩერდით გზაჯვარედინებზე და ნახეთ.
ისინი კი ეუბნებიან, არ ვივლითო.+
ისინი კი ამბობდნენ, არ მოვუსმენთო.+
18 მან თქვა: „ამიტომ, ისმინეთ, ერებო!
იცოდეთ, ხალხო, რა დაემართებათ მათ.
19 ისმინე, დედამიწავ!
უბედურებას მოვუვლენ ამ ხალხს+
მათი სიავის სანაცვლოდ,
რადგან ყურად არ იღეს ჩემი სიტყვა
და უარყვეს ჩემი კანონი.
20 რად მინდა შებადან თქვენი ჩამოტანილი გუნდრუკი
ან შორეული ქვეყნიდან ჩამოტანილი ტკბილი ლერწამი?!
არ მსიამოვნებს თქვენი მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი,
თქვენი შესაწირავები მიუღებელია ჩემთვის“.+
21 ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა:
„დაბრკოლებებს დავუდებ ამ ხალხს
და ისინიც დაბრკოლდებიან:
მამაც და ვაჟიც,
მეზობელიც და მისი მოძმეც;
ყველანი დაიღუპებიან“.+
22 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„შეხედეთ! ჩრდილოეთიდან მოდის ხალხი;
დედამიწის კიდეებიდან აღდგება დიდი ერი.+
23 ხელში მშვილდი და შუბი ეჭირებათ;
ისინი სასტიკნი და დაუნდობელნი არიან,
აბობოქრებულ ზღვასავით ახმაურდებიან,
ცხენებზე ამხედრდებიან+
და საომრად დარაზმულნი შეგებრძოლებიან, სიონის ასულო“.
24 გავიგეთ ეს ამბავი
27 „შენ* დაგნიშნე ლითონის შემმოწმებლად ჩემს ხალხში,
გულმოდგინე გამომკვლევად.
დააკვირდი და გამოიკვლიე მათი სავალი.
სპილენძივით და რკინასავით არიან,
ყველანი გაირყვნენ.
29 დამწვარია საბერვლები.
მათი ცეცხლიდან მხოლოდ ტყვია გამოდის.