კანონი
32 «ყური დამიგდე, ზეცავ, და ვილაპარაკებ!
მოისმინოს მიწამ ჩემი სიტყვა!
2 წვიმასავით წამოვა ჩემი დარიგება
და ნამივით დაეპკურება ჩემი სიტყვა,
როგორც ჟუჟუნა წვიმა მდელოზე
და შხაპუნა წვიმა ბალახზე.
3 გავაცხადებ ღვთის სახელს, იეჰოვას.+
დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!+
5 ისინი თავად სჩადიან ბოროტებას;+
არ არიან მისი შვილები და ეს მხოლოდ მათი ბრალია.+
უსინდისო და უკუღმართი თაობაა!+
ის ხომ მამაშენია, შენი გამჩენი,+
ვინც შეგქმნა და ერად გაქცია?!
7 გაიხსენეთ ძველი დრო,
დაფიქრდით წარსულ თაობათა განვლილ წლებზე.
ჰკითხეთ მამათქვენს და ის გეტყვით,+
მოხუცებს, და ისინი გიპასუხებენ.
8 როცა უზენაესმა სამკვიდრო დაუნაწილა ერებს,+
როცა დააცალკევა ადამის ძეები,+
მაშინ დაუდგინა საზღვრები ხალხებს+
ისრაელთა რიცხვისამებრ.+
11 როგორც არწივი ასწავლის ფრენას მართვეებს,
თავს დასტრიალებს მათ,
შლის ფრთებს, აჰყავს ისინი
და ფრთებით ატარებს,+
12 იეჰოვაც თავად ატარებდა მას*;+
არ ყოფილა მასთან უცხოტომელთა ღმერთი.+
კლდიდან გადმოსული თაფლით ასაზრდოებდა
და სალი კლდიდან გადმოსული ზეთით;
14 ძროხის კარაქსა და ცხვრის რძეს აძლევდა
ნარჩევ ცხვართან ერთად,
ბაშანურ ვერძებს და ვაცებს აძლევდა
საუკეთესო ხორბალთან ერთად;+
ღვინოდ ყურძნის სისხლს სვამდი.
15 გასუქდა იეშურუნი*, გაჯიუტდა და ტლინკების ყრა დაიწყო.
გასუქდი, გასივდი და გაიბერე!+
მიატოვა მან თავისი შემოქმედი ღმერთი+
და ზემოდან დაუწყო ყურება თავისი ხსნის კლდეს.
17 დემონებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა ღმერთს,+
ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ,
ახლადმოვლენილთ,
რომელთაც არ იცნობდა თქვენი მამა-პაპა.
23 უბედურებას უბედურებაზე დავატეხ,
მათკენ მივმართავ ყველა ჩემს ისარს.
მივუსევ მათ მხეცებსა+
და შხამიან ქვეწარმავლებს.
26 ვიტყოდი, გავფანტავ
და მოვსპობ მათ სახსენებელს ხალხთა შორის-მეთქი,
ჩვენი ძალით ვაჯობეთ+
და ეს ყველაფერი იეჰოვას არ მოუმოქმედებიაო.
29 ნეტავ ბრძენნი ყოფილიყვნენ!+ მაშინ ჩაუფიქრდებოდნენ ამას+
და დაფიქრდებოდნენ თავიანთ ბოლოზე.+
თუ მათმა კლდემ არ გაიმეტა+
და იეჰოვამ არ ჩაუგდო ხელში მტერს?!
შხამიანია მათი ყურძენი
და მწარეა მათი მტევნები.+
33 მათი ღვინო გველთა გესლია,
კობრას შხამი.
35 მე ვიძიებ შურს და მე მივუზღავ,+
დანიშნულ დროს წაფორხილდებიან,+
ახლოვდება მათი უბედურების დღე;
მალე ეწევათ ის, რაც ელით“.
36 იეჰოვა გაასამართლებს თავის ხალხს+
და თავის მსახურებს შეიბრალებს,+
როცა დაინახავს, რომ ძალაგამოცლილნი,
უმწეონი და უსუსურნი არიან.
37 იტყვის იგი: „სად არიან მათი ღმერთები,+
სად არის მათი კლდე, სადაც თავის შეფარებას ცდილობდნენ,
38 ვინც მათ საუკეთესო შესაწირავებს ჭამდა
და მათი დასაღვრელი შესაწირავის ღვინოს სვამდა?!+
ადგნენ და დაგეხმარონ,
იქცნენ შენს თავშესაფრად!
მე ვკლავ და მევე ვაცოცხლებ;+
41 თუ ავლესე ჩემი ელვარე მახვილი
და მოვემზადე გასასამართლებლად,+
შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე+
და მივუზღავ ჩემს მოძულეებს.
42 სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს
და ხორცით გავაძღებ ჩემს მახვილს,
დახოცილთა და ტყვეთა სისხლით,
მტრის წინამძღოლთა თავებით“.
43 მის ხალხთან ერთად იხარეთ, ერებო,+
რადგან ის თავის მსახურთა სისხლს აიღებს,+
შურს იძიებს მტრებზე+
და გამოისყიდის მიწას თავისი ხალხისთვის».
44 მივიდა მოსე და ხალხის გასაგონად წარმოთქვა ამ სიმღერის სიტყვები.+ მასთან ერთად იყო ჰოშეა*+ ნავეს ძე. 45 როცა დაასრულა მოსემ ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის გასაგონად, 46 მიმართა მათ: „გულში ჩაიბეჭდეთ ეს გამაფრთხილებელი სიტყვები, რომლებსაც დღეს გეუბნებით,+ და უბრძანეთ თქვენს შვილებს, გულდასმით დაიცვან ამ კანონის ყველა სიტყვა.+ 47 ეს არ არის უბრალო სიტყვები, ის თქვენს სიცოცხლეს ნიშნავს!+ ამ სიტყვების წყალობით იქნებით დღეგრძელნი იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც კვეთთ იორდანეს“.
48 იმავე დღეს იეჰოვამ მოსეს უთხრა: 49 „ადი აბარიმის მთაზე,+ ნებოს მთაზე,+ რომელიც მოაბის მიწაზეა, იერიხონის მოპირდაპირედ, და დაინახავ ქანაანის მიწას, რომელსაც ისრაელებს ვაძლევ სამკვიდროდ.+ 50 მოკვდები იმ მთაზე, სადაც ახვალ, და შენს ხალხს შეუერთდები*, როგორც შენი ძმა აარონი მოკვდა ჰორის მთაზე+ და შეუერთდა თავის ხალხს, 51 რადგან მიორგულეთ ისრაელების თვალწინ ცინის უდაბნოში, კადეშში, მერიბას წყალთან+ და არ განმწმინდეთ ისრაელების წინაშე.+ 52 შორიდან დაინახავ იმ მიწას, რომელსაც ისრაელებს ვაძლევ, მაგრამ ვერ შეხვალ“.+