სამუელი — წიგნი პირველი
7 ჩავიდნენ კირიათ-იეარიმელები იქ და გადაიტანეს იეჰოვას კიდობანი აბინადაბის სახლში,+ გორაზე რომ იდგა; მისი ვაჟი ელეაზარი იეჰოვას კიდობნის დასაცავად განწმინდეს.
2 მას შემდეგ, რაც კიდობანი კირიათ-იეარიმში დადგეს, დიდმა დრომ, ოცმა წელმა, განვლო. დახმარება შესთხოვა მთელმა ისრაელმა იეჰოვას.+ 3 უთხრა სამუელმა მთელ ისრაელს: „თუ მთელი გულით უბრუნდებით იეჰოვას,+ მოიშორეთ უცხოტომელთა ღმერთებისა+ და აშთორეთის კერპები;+ უერთგულეთ იეჰოვას, მხოლოდ მას ემსახურეთ+ და ის გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან!“+ 4 მაშინ მოიშორეს ისრაელებმა ბაალისა და აშთორეთის კერპები და მხოლოდ იეჰოვას ემსახურებოდნენ.+
5 სამუელმა თქვა: „შეკრიბეთ მიცფასთან+ მთელი ისრაელი და თქვენთვის ლოცვით მივმართავ იეჰოვას“.+ 6 შეიკრიბნენ მიცფასთან, ამოიღეს წყალი ჭიდან, დაუღვარეს იეჰოვას და იმარხულეს იმ დღეს;+ თქვეს, შევცოდეთო იეჰოვას.+ მიცფაში დაიწყო სამუელმა მსაჯულობა.+
7 გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელები მიცფაში შეკრებილიყვნენ, და დაიძრნენ ფილისტიმელთა+ მთავრები მათთან შესაბრძოლებლად. გაიგეს ეს ისრაელებმა და შეეშინდათ მათი. 8 უთხრეს მათ სამუელს: „კვლავაც სთხოვე იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, რომ დაგვეხმაროს+ და გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან“. 9 მოიყვანა სამუელმა ძუძუთა ბატკანი და შესწირა იეჰოვას მთლიანად დასაწვავ მსხვერპლად;+ მოუხმო სამუელმა იეჰოვას ისრაელის საშველად და იეჰოვამაც უპასუხა.+ 10 სამუელი დასაწვავ მსხვერპლს სწირავდა, როცა ფილისტიმელები საბრძოლველად მიადგნენ ისრაელებს. იმ დღეს იეჰოვამ ცა დააგრგვინა+ და თავზარი დასცა+ ფილისტიმელებს; დამარცხდნენ ისინი ისრაელთან.+ 11 მაშინ გამოცვივდნენ ისრაელები მიცფიდან, დაედევნენ ფილისტიმელებს და გზადაგზა, ბეთ-ქარის სამხრეთამდე, ხოცეს ისინი. 12 აიღო სამუელმა ქვა,+ დადო მიცფასა და იეშანას შორის და ებენეზერი* უწოდა, რადგან თქვა, დღემდე გვეხმარებაო იეჰოვა.+ 13 დაიმორჩილეს ფილისტიმელები და აღარ მისულან ისინი ისრაელის მიწაზე.+ ხელ-ფეხი შეუკრა იეჰოვამ ფილისტიმელებს სამუელის სიცოცხლეში.+ 14 უკან დაიბრუნეს ისრაელებმა ფილისტიმელების მიერ წართმეული ქალაქები ეკრონიდან გათამდე; ამ ქალაქების მიწებიც გამოიხსნეს ისრაელებმა ფილისტიმელთა ხელიდან.
იმ დროს მშვიდობა ჩამოვარდა ისრაელებსა და ამორეველებს+ შორის.
15 სამუელი მთელი სიცოცხლე ისრაელის მსაჯული იყო.+ 16 ყოველწლიურად შემოივლიდა ხოლმე ბეთელს,+ გილგალსა+ და მიცფას,+ და სამართალს უჩენდა ისრაელს. 17 შემდეგ რამაში+ ბრუნდებოდა, რადგან იქ ჰქონდა სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. სამსხვერპლო აუშენა იქ იეჰოვას.+