ზაქარია
13 „იმ დღეს დავითის შთამომავალთა და იერუსალიმის მკვიდრთა ცოდვისა და უწმინდურების ჩამოსარეცხად ჭას ამოთხრიან.+
2 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — მოვსპობ კერპთა სახსენებელს იმ მიწაზე+ და აღარავინ გაიხსენებს; აღვგვი ამ მიწიდან წინასწარმეტყველთაც+ და უწმინდურ სულსაც. 3 თუ ვინმე ისევ იწინასწარმეტყველებს, მშობლებმა უნდა უთხრან, ვერ იცოცხლებ, რადგან სიცრუეს ლაპარაკობო იეჰოვას სახელით. შემდეგ მშობლები განგმირავენ მას იმის გამო, რომ იწინასწარმეტყველა.+
4 იმ დღეს შერცხვება ყველა წინასწარმეტყველი თავისი ხილვის გამო; აღარ ჩაიცვამენ ბეწვიან სამოსს+ სხვების შეცდომაში შესაყვანად. 5 თითოეული იტყვის, წინასწარმეტყველი არ ვარ, მიწათმოქმედი ვარ, სიყმაწვილეში ერთმა კაცმა მიყიდაო. 6 მას ჰკითხავენ, სხეულზე რა ჭრილობები გაქვსო? ის კი მიუგებს, ეს ჭრილობები ჩემი მეგობრების სახლში მომაყენესო.
7 მახვილო, აღსდექ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ,+
ჩემი მოძმის წინააღმდეგ, —
ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
ჩემს სახელს მოუხმობენ
და მეც ვუპასუხებ;
ვიტყვი, ეს ჩემი ხალხია-მეთქი,+
ისინი კი იტყვიან, იეჰოვააო ჩვენი ღმერთი“.